"ჯორჯინა განქორწინებას და ქონების ნახევარს ითხოვს - ეს ილიასთვის მნიშვნელოვანი ფინანსური დარტყმა იქნება" - რას წერს მედია - მშობლები

"ჯორჯინა განქორწინებას და ქონების ნახევარს ითხოვს - ეს ილიასთვის მნიშვნელოვანი ფინანსური დარტყმა იქნება" - რას წერს მედია

2025-12-13 22:55:56+04:00

UFC-ის ქართველი ჩემპიონის პირად ცხოვრებაში დრამატული ცვლილებებია - ჯორჯინა ბადელიმ განქორწინებაზე სარჩელი შეიტანა და თოფურიას ქონების 50%-ს ითხოვს.

მსოფლიო ჩემპიონი UFC-ში, ქართველი მებრძოლი ილია თოფურია, რომელმაც ცოტა ხნის წინ მსუბუქი ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, ოქტაგონის გარეთ ახალი, უმძიმესი ბრძოლის წინაშე დგას. ესპანურ და საერთაშორისო მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ილიას მეუღლე, ჯორჯინა უზტუგაიტი ბადელი განქორწინებაზე სარჩელით მიმართავს სასამართლოს და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თოფურიას ქონების 50%-ის დაუფლებას აპირებს.

არ დახაროთ თვალები, შეინარჩუნეთ ღირსება... არაფერია დაფარული, რომ არ გაცხადდეს... - რას წერს ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე

ურთიერთობის დასასრული და ქონებრივი დავა

როგორც ცნობილია, წყვილის ურთიერთობა ოქტომბრის დასაწყისში დასრულდა, რასაც სოციალურ ქსელებში ერთმანეთის გამოწერის გაუქმებას ერთობლივი ფოტოების წაშლა მოჰყვა. ილია თოფურიამ თავადაც აღნიშნა პირადი პრობლემების შესახებ, რის გამოც მისი ოქტაგონზე დაბრუნება (სავარაუდოდ, იანვრის ბრძოლა პიმბლეტთან) გადაიდო.

თუმცა, როგორც ამერიკული სპორტული გამოცემები იტყობინებიან, ჯორჯინა ბადელმა გადაწყვიტა, ურთიერთობის დასრულება ოფიციალურად გაეფორმებინა და განქორწინება მოეთხოვა. სარჩელის მთავარი მოთხოვნა კი თოფურიას აქტივების ნახევარია.

"ჩემი პრობლემა ის იყო, რომ მინდოდა მწვერვალზე ამეყვანა ადამიანები, რომლებსაც არ სურდათ ჩემი მწვერვალზე ნახვა" - ეს იყო ერთ-ერთი მინიშნება, რომელიც ილია თოფურიამ სოციალურ ქსელში გააკეთა განშორების პერიოდში.

2 მილიონი დოლარის ნახევარი?

ილია თოფურიას ქონება ამჟამად დაახლოებით 2 მილიონ აშშ დოლარად არის შეფასებული.

განაგრძეთ კითხვა