"ჯანმრთელი და შრომისუნარიანი ადამიანი რისთვის იღებს შემწეობას, უმუშევრობისთვის?! ძალიან ბევრი სამუშაო ადგილი გვაქვს. ვეძებთ ადამიანებს და არ მუშაობენ" - მშობლები

"ჯანმრთელი და შრომისუნარიანი ადამიანი რისთვის იღებს შემწეობას, უმუშევრობისთვის?! ძალიან ბევრი სამუშაო ადგილი გვაქვს. ვეძებთ ადამიანებს და არ მუშაობენ"

2025-12-14 11:12:59+04:00

„ფაქტია, გვყავს ადამიანები, რომლებიც არიან შრომისუნარიანები, მაგრამ არ მუშაობენ და იღებენ სოციალურ შემწეობას“, - ასე შეაფასა „ბიზნესპრესნიუსთან“ დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა ელგუჯა მელაძემ მთავრობის ახალი გადაწყვეტილება სოციალურად დაუცველთა დასაქმების სახელმწიფო პროგრამის გაუქმებასთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, 2026 წლიდან წყდება საზოგადოებრივ სამუშაოებზე სოციალურად დაუცველ პირთა დასაქმების სახელმწიფო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც დასაქმებულები სახელმწიფოსგან დამატებით 300 ლარს იღებდნენ. ცვლილების ერთ-ერთ მიზეზად სახელისუფლებო გუნდის მხრიდან შრომის ბაზარზე სამუშაო ძალის დეფიციტი დასახელდა.

როგორც დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი ამბობს, პროგრამა დანერგვისთანავე კერძო სექტორზე უნდა ყოფილიყო მორგებული.

"კერძო სექტორში. უფრო გრძელვადიანი იქნებოდა იმიტომ, რომ კერძო სექტორი მათ უფრო გრძელვადიანად დაასაქმებდა.

ადამიანი, რომელიც არის ჯანმრთელი და შრომისუნარიანი, რისთვის იღებს შემწეობას, უმუშევრობისთვის?! აიღოს შემწეობა იმ შემთხვევაში, თუ სამუშაო ადგილები არ არის, მაგრამ ძალიან ბევრი სამუშაო ადგილი გვაქვს. ვეძებთ ადამიანებს და ფაქტია, არ მუშაობენ რაღაც მიზეზების გამო...

განაგრძეთ კითხვა