"აივი, ავა და მე" - ნანუკა გოგიჩაიშვილმა "საოჯახო შოუ" წამოიწყო შვილებთან და ბებოსთან ერთად - მშობლები

"აივი, ავა და მე" - ნანუკა გოგიჩაიშვილმა "საოჯახო შოუ" წამოიწყო შვილებთან და ბებოსთან ერთად

2025-12-14 11:35:13+04:00

მოდელი ნანუკა გოგიჩაიშვილი და მისი მეუღლე, ბიზნესმენი ნიკოლოზ ნაყოფია ძირითადად ამერიკაში ცხოვრობენ. იქვე ზრდიან ორ ქალიშვილს - აივის და ავას, რომლების ფოტოებსაც ნანუკა სოციალურ ქსელში არ ასაჯაროებდა.

download-1765699515.jpg

პირველად აივი დედასთან ერთად "ბასტიბუბუს" კონცერტზე გამოჩნდა და ცნობილ ბაბუს, გოგიჩას მიუძღვნა ნამღერი.

"პატარა მამა... ჩვენო ბედნიერება, გილოცავ დაბადების დღეს! შენ ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი ხარ!

2 წლის აივი ბაბუს უმღერის და ბოლოს სიტყვებით "გოგიჩა ბაბუ მიყვარხარ !!! მიყვარხაარ..." ასრულებს თავის პირველ გულმხურვალე გამოსვლას", - წერდა მაშინ ნანუკა.

ახლა კი ნანუკა ქალიშვილებთან და ბებო მეკოსთან ერთად იუთუბზე გამოჩნდა გადაცემაში "აივი, ავა და მე ჯადოსნურ სამყაროში".

"გეპატიჟებით ჩვენს საოჯახო შოუზე, სადაც დედა - ნანუკა გოგიჩა, შვილებთან - აივი, ავასთან და ბებო მეკოსთან ერთად ისწავლიან, წაიკითხავენ ზღაპრებს და, რაც მთავარია, თქვენთან ერთად სამყაროს სიკეთისკენ შეცვლიან. თითოეული ეპიზოდი სავსეა სიახლით, საინტერესო სტუმრებით და რაც მთავარია ვსწავლობთ ემოციის მართვას და ყოველივე ახალს, რაც ასაკისთვის შესაბამისია. ერთად შევქმნათ მყუდრო და ოჯახური განწყობა", - წერს ნანუკა გადაცემის აღწერაში.

„მამას ამბავი რომ მოხდა, ისე ვიყავით, უსასრულობაში რომ მარტო რჩები, ვიღაც რომ ფრთებს მოგაგლიჯავს... - დები გოგიჩაიშვილები ცრემლებით იხსენებენ მამას
2 წლის აივის პირველი გამოსვლა სცენაზე და სიტყვები: გოგიჩა ბაბუ, მიყვარხარ! და ემოციური მიძღვნები მეუღლისა და ქალიშვილებისგან - გოგიჩა 57 წლის გახდებოდა