„დათუნა სულიკაშვილი იყო მომხმარებელი... ზუსტად ვიცი, მისი ცხოვრება მძიმედ დასრულდებოდა, ციხე მისთვის ახლა გადარჩენის შანსია...” - ნანუკა ჟორჟოლიანი - მშობლები

„დათუნა სულიკაშვილი იყო მომხმარებელი... ზუსტად ვიცი, მისი ცხოვრება მძიმედ დასრულდებოდა, ციხე მისთვის ახლა გადარჩენის შანსია...” - ნანუკა ჟორჟოლიანი

2025-12-14 13:59:13+04:00
ნანუკა ჟორჟოლიანი დიზაინერ დათუნა სულიკაშვილის დაპატიმრებას ეხმაურება:
"დათუნა სულიკაშვილი იყო მომხმარებელი.
იმდენად მძიმე იყო მისი მდგომარეობა, როცა გავიგე რომ დააკავეს, გავიფიქრე იქნებ ასე გადარჩესთქო. ის, რომ კანონით 1 გრ დიდი რაოდენობა ყოფილა, არ ნიშნავს ნივთიერების რეალიზაციას. რეალიზაცია კი არა, ყველა მისი ახლობელი, მეგობარი და ნაცნობიც კი განახებთ მესიჯებს, რომ მუდამ ფულს ითხოვდა.
მე ვგულშემატკივრობ დათუნას. რადგან ზუსტად ვიცი როგორ არ უჯერებდა მეგობრებს მკურნალობაზე და ისიც ზუსტად ვიცი, რომ მისი ცხოვრება მძიმედ დასრულდებოდა, ციხე მისთვის ახლა გადარჩენის შანსია.
დათუნა სულიკაშვილი, მიყვარხარ!"