ცნობილი მომღერალი ვერა ბრეჟნევა ქალიშვილ სარა კიპერმანს მე-16 დაბადების დღეს ულოცავს სოციალურ ქსელში მხიარული ვიდეოთი. ვიდეოს კომენტარებში ყველა აღნიშნავს, რომ სარა დედას ძალიან დაემსგავსა.
გოგონა ვერას ქალიშვილია მისი ქორწინებიდან უკრაინელ ბიზნესმენ მიხაილ კიპერმანთან.



ვერას კიდევ ჰყავს უფროსი ქალიშვილი - 24 წლის სონია ვოიჩენკო, ვიტალი ვოიჩენკოსთან ურთიერთობიდან.





გოგონების მამების შემდეგ მას მციირეხნიანი რომანი ჰქონდა რეჟისორ მარიუს ვაისბერგთან, 2015 წელს კი საიდუმლოდ დაქორწინდა კონსტანტინ მელაძეზე. წყვილს იტალიაში ქორწილიც ჰქონდა მეგობრების წრეში.



ვერას გამო დაანგრია ცნობილმა პროდიუსერმა მრავალწლიანი ოჯახი და წყვილი ერთად ბედნიერად გამოიყურებოდა. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ იტალიაში გადავიდნენ საცხოვრებლად და სწორედ იქ დაიძაბა მათ შორის ურთიერთობა, რამაც საბოლოოდ განქორწინებამდე მიიყვანა.
2023 წლის შემდეგ ვერა ძირითადად საზღვარგარეთ ცხოვრობს. სასიმღერო კარიერა იქ ვერ ააწყო, ძირითადად კლუბებში გამოდის. ძირითადი აქცენტი მოდელობაზე გადაიტანა, სხვადასხვა ცნობილ ბრენდს წარმოადგენს - სამკაულებს, კოსმეტიკას და მათი ამბასადორის სახით პრესტიჟულ ღონისძიებებსაც ესწრება.

