ვინ არის "საბავშვო ევროვიზიის" გამარჯვებული 11 წლის ფრანგი გოგონა - თავის ქვეყანაში იცნობენ, როგორც უკვე წარმატებულ მსახიობს... - მშობლები

ვინ არის "საბავშვო ევროვიზიის" გამარჯვებული 11 წლის ფრანგი გოგონა - თავის ქვეყანაში იცნობენ, როგორც უკვე წარმატებულ მსახიობს...

2025-12-14 22:33:00+04:00

თბილისში გამართული საბავშვო ევროვიზია 2025-ის გამარჯვებული, როგორც ცნობილია, 11 წლის ფრანგი გოგონა ლუ დელეზი გახდა სიმღერით Ce Monde. ლუმ 248 ქულა მიიღო საერთო ჯამში და ჯილდო საფრანგეთში წაიღო.

სხვათა შორის, ეს კონკურსის ისტორიაში მეორე მაჩვენებელია, პოლონელი მონაწილის, ვიკი გაბორის შემდეგ, რომელმაც ამდენივე ქულა დააგროვა 2019 წელს.

7d7ae12f-9976-485a-999d-2d5d7822aae3-1765738649.jpg

მიუხედავად პატარა ასაკისა, ლუს უკვე შთამბეჭდავი ბიოგრაფია აქვს.

გოგონა 2014 წლის 23 მარტს დაიბადა ილ-დე-ფრანსში, საფრანგეთში, მუსიკალურ ოჯახში. მამამისი ინსტრუმენტებს ქმნის და მათ ოჯახში სულ მუსიკა ისმის. ლუ 7 წლიდან დადიოდა მუსიკაზე და ამავე დროიდან დაიწყო ფორტეპიანოსა და გიტარაზე დაკვრა.

ამავე წლიდან შემოვიდა მის ცხოვრებაში კინო. გოგონას სწორედ 7 წლიდან იღებენ ფილმებში და საფრანგეთში უკვე ითვლება წარმატებულ მსახიობად. ერთ-ერთ ფილმში შესრულებული როლისთვის 2023 წელს "იუნიფრანსის" ჯილდოც მიიღო, ქალის როლის საუკეთესოდ შესრულების ნომინაციაში.

lou-deleuze-france-10-1765738650.jpgmv5botyxzgq5mdytyzq5nc00nze1lwi3nwytmgvlzdq3ymu2nzg2xkeyxkfqcgc-1765738650._V1_.jpg

მსახიობობისა და მომღერლობის გარდა, ლუს გატაცებებს შორის არის სათხილამურო სპორტი, ცხენოსნობა, კლდეზე ცოცვა და საცირკო ხელოვნება.

lu-delez-1765738650.jpglou-deleuze-1765738650.jpgeurovision-junior-2025-france-4-lou-deleuze-travailler-avec-linh-c-etait-vraiment-genial-1765738649.jpg

ანიტა აბგარიანი რანინას VIII სეზონის გამარჯვებულია: ახლა ყველანაირი ემოცია მაქვს
ბავშვები, რომლებმაც ნამდვილი ფურორი მოახდინეს... - ვინ არიან რანინელები, რომლების ნამღერზეც უამრავი ადამიანი საუბრობს