- ვცდილობ, რაც შეიძლება მეტი დრო გავატარო ბავშვთან. ვფიქრობ, არც მკაცრი ვარ, არც ზედმეტად რბილი. ჩვეულებრივი დედა ვარ, უბრალოდ უფრო დიდ დროს ვატარებ მასთან, იმიტომ, რომ ეს არის ახლა მთავარი პრიორიტეტი ჩემს ცხოვრებაში... დედაჩემი და გიულიც ძალიან ჩართულები არიან ბავშვის აღზრდაში. ძალიან კარგი ბებიები ჰყავს ალისას, - ამბობს სოფო,- ალისა დედასთან და მამასთან ერთად ცხოვრებაზე ხშირად საუბრობს... სულ მეკითხება - როდის მოვა მიშა... არ მაქვს კონკრეტული პასუხი და ითხოვს კონკრეტიკას...
რაღაცებზე მიწევს უარის თქმა იმის გამო, რომ ეს რაღაც მიშას არ შეეხოს და ბავშვიც დავიცვა...
ჩემი ცხოვრების მთავარი ამბავი მიშასთან შეხვედრა იყო... საერთოდ არ უნდა ვყოფილიყავი იმ დღეს იმ ადგილას და ასე მოხდა... ამან განაპირობა მერე ისიც, რომ მთავარი შეხვედრა კავშირშია ალისასთან.