ცნობილმა ტიკტოკერმა შინ, აუზში იმშობიარა - ერთ საათში კი ბავშვი დაიღუპა - მშობლები

ცნობილმა ტიკტოკერმა შინ, აუზში იმშობიარა - ერთ საათში კი ბავშვი დაიღუპა

2025-12-15 18:22:45+04:00

ცნობილი ტიკტოკერის ოჯახში ტრაგედია დატრიალდა. აიშა ჩიგგას ახალშობილი ვაჟი სახლში მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა. შემთხვევა მოსკოვში მოხდა.

როგორც ირკვევა, მომავალმა მშობლებმა წინასწარ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ბავშვი სახლში, სამედიცინო პერსონალისა და ბებიაქალების დახმარების გარეშე დაბადებულიყო. თუმცა პროცესი ტრაგიკულად დასრულდა.

მშობიარობა სპონტანურად დაიწყო. მეუღლე მოქმედებდა ისე, როგორც სპეციალურ კურსებზე ასწავლეს — აავსო გასაბერი აუზი წყლით და ცოლი მასში ჩაწვინა. ბავშვი საკმაოდ სწრაფად დაიბადა და თავიდანვე ატირდა. თუმცა, ადგილობრივი მედიის ცნობით, ახალშობილი დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში წყალში იმყოფებოდა, რის შემდეგაც სუნთქვა შეწყვიტა.

რეანიმაციული ღონისძიებების მიუხედავად, ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა — დაბადებიდან დაახლოებით ერთ საათში ის გარდაიცვალა. სამართალდამცავმა ორგანოებმა ფაქტზე მოკვლევა დაიწყეს. სიკვდილის ზუსტი მიზეზი მხოლოდ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

ტრაგედიამ საზოგადოება განსაკუთრებით მას შემდეგ შეძრა, რაც გაირკვა, რომ შემთხვევა ცნობილ ტიკტოკერს შეეხებოდა, რომლის გვერდსაც სოციალურ ქსელში დაახლოებით 1.4 მილიონი გამომწერი ჰყავს. აიშა ჩიგგა ქორეოგრაფი, მოცეკვავე, მოდელი, მსახიობი და ბლოგერია. მისი კარიერა პოპულარობამდე ბევრად ადრე დაიწყო — ჯერ კიდევ მოზარდობის ასაკში მონაწილეობდა დიდ საცეკვაო კონკურსებში.

სოციალურ ქსელებში აიშას ცხოვრება იდეალურად გამოიყურებოდა. ტრაგედიამდე რამდენიმე თვით ადრე მან გამოაქვეყნა კადრები სქესის გაგების ცერემონიიდან, სადაც თეთრ კაბაში შემოსილმა, გახარებული შეიტყო, რომ ბიჭს ელოდებოდა. ირონია ის არის, რომ სწორედ იმ საჯაროობამ, რომელმაც მას პოპულარობა მოუტანა, ახლა მის წინააღმდეგ იმუშავა — ბავშვის გარდაცვალების ამბავი წამებში გავრცელდა და საზოგადოებაში მწვავე რეაქცია გამოიწვია.

სოციალურ ქსელებში ათასობით კომენტარი დაიწერა, მათ შორის მკაცრი და ემოციური შეფასებები: „ყურადღების მისაქცევად ყველაფერზე მიდიან, მაგრამ ეს უკვე ზღვარს სცდება“, „ვერასდროს გავუგებ ადამიანებს, რომლებიც სახლში მშობიარობენ“, „მშობიარობა სამშობიაროშიც კი უმარვა რისკს შეიცავს და აქ — სახლში, აუზში?!“,უბრალოდ დაიხრჩო“, „ღმერთო, როგორ მეცოდება ბავშვი…“, — წერენ მომხმარებლები.

ამჟამად აიშა ჩიგგა საავადმყოფოში იმყოფება.ოჯახმა მოკლე განცხადება გაავრცელა: „ყველაფერს მოვყვებით მას შემდეგ, რაც აიშას საავადმყოფოდან გაწერენ. ინფორმაცია აუზზე და იმაზე, რომ ბავშვი ერთი საათის განმავლობაში წყალში იყო, სიმართლეს არ შეესაბამება. საუბარი ახლა არ გვსურს. დადასტურებული ფაქტი მხოლოდ ერთია — ბავშვი გარდაიცვალა.“