მომღერალი ალბინა ჯანაბაევა, რომელიც ვალერი მელაძის მეუღლე და მისი სამი შვილის დედაა, ოჯახის წინასაახალწლო განწყობას უზიარებს გამომწერებს. წერს, რომ ტრადიციულად, ერთად რთავენ ნაძვის ხეს, სახლში ჟღერს საახაწლო მუსიკა, მზადდება სადღესასწაულო კერძი.

ფოტოებზე ვალერის 21 წლის ვაჟი, ბიძის მოსახელე კონსტანტინეც ჩანს. ის ლონდონში ცხოვრობს და სწავლობს და როგორც ჩანს, საშობაო არდადეგებზე ჩავიდა მშობლებთან.