"15 წლის გავთხოვდი, ბნელი 90-იანები იყო... 16 წლისა უკვე დედა ვიყავი... მე და ჩემმა ქმარმა ერთმანეთი გავზარდეთ..." - ლიკა დოლიძე ოჯახზე, ბებიობაზე და დაკლებულ 22 კილოგრამზე - მშობლები

"15 წლის გავთხოვდი, ბნელი 90-იანები იყო... 16 წლისა უკვე დედა ვიყავი... მე და ჩემმა ქმარმა ერთმანეთი გავზარდეთ..." - ლიკა დოლიძე ოჯახზე, ბებიობაზე და დაკლებულ 22 კილოგრამზე

2025-12-16 09:03:23+04:00

მომღერალი ლიკა დოლიძე "დღის პოსტს" სტუმრობდა. პირველ რიგში დაკლებულ 22 კილოგრამზე ისაუბრა. მისი თქმით, ჯანსაღი კვებით დაიკლო, ენდოკრინოლოგის დახმარებით და ძალიან კმაყოფილია შედეგით, რომელსაც ინარჩუნებს.

ასევე ისაუბრა ოჯახზე - ლიკა ორი შვილის დედა და უკვე ბებიაცაა.

- 15 წლისა გავთხოვდი... ბნელი 90-იანები იყო და მაშინ ეს არავის უკვირდა, თუმცა ახლანდელი გადმოსახედიდან... ხშირად ვეხუმრები მახოს, ახლანდელი დრო რომ იყოს, დაგიჭერდნენ-თქო. თვითონ 19-20 წლის იყო. 32 წელია ერთად ვართ... ჩვენ ერთად გავიზარდეთ, ერთმანეთი გავზარდეთ. თავიდანვე ერთ წრეში ვიყავით, დღემდე ასე ვართ, ერთი სამეგობრო გვყავს. გარდა სიყვარულისა, ვმეგობრობთ... მალევე წავედით ემიგრაციაში და ამასაც გაუძლო ჩვენმა ურთიერთობამ. პირველი შვილი 16 წლისამ გავაჩინე. დედაც მეხმარებოდა, დედამთილიც... დედამაც ადრე შექმნა ოჯახი და ჩემი შვილი რომ გაჩნდა, დედაჩემი 33 წლის იყო.... სადმე რომ ერთად გავდიოდით, მე ვეგონე ხალხს გიორგის და, დედაჩემი კი - გიორგის დედა.. ჩემი მეორე შვილი უკვე ემიგრაციაში გაჩნდა, 17 წლის შემდეგ. მე ბებია ნორმალურ ასაკში გავხდი - 44 წლის ასაკში ბებიობა აბსოლუტურად ნორმალურია. 3 წლის გახდება ჩემი შვილიშვილი.

kamarikuna-1765862614.jpg

349314211-1772425896488757-2267341448670543104-n-1765862614.jpg

lika3-1765862649.jpg

45294694-708060026230717-906907753576923136-n-1765863373.jpg

481468707-2340286756341361-3203537026125438399-n-1765863373.jpg492549917-2389403608096342-858822253711786540-n-1765863374.jpg556098481-2524160004620701-6700184888853494733-n-1765863374.jpg