მომღერალი სოფო ბედია გადაცემაში "დღის პოსტი" მეუღლესთან თანაცხოვრების შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, როგორ ემზადება მოახლოებული დღესასწაულებისთვის:
- ხრიკის გამოყენება არ დამჭირვებია. თავისთავად, იცოდა, სოფო ბედიასთან ურთიერთობას რომ იწყებდა, ეს მარტივი ამბავი არ იყო. სცენის არტისტი ხარ და ჩვეულებრივად უნდა მიგიღოს. მას არ უთქვამს, "იცი, რა, ეს არ გიხდება და არ ჩაიცვა". მე თვითონ ვაკეთებ ყველაფერს. არ მიყვარს თხოვნა, არ მჭირდება. თავისით ხვდება...
ეკლესიური დღესასწაულები ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მით უმეტეს, ბარბარობა. მე მაინც ძველი ტრადიციებით მოვყვები და ეს მართლა უდიდესი დღესასწაულია. ჩემთვის მართლა ბედობაა. ყოველთვის ვცდილობ, რომ ამ დროს არა მხოლოდ ლობიანი და სუფრისთვის საჭირო რაღაცები მქონდეს, არამედ სულ კარგი, ხალისიანი განწყობა მქონდეს, ყველას მოვეფერო, ყველა ჩავეხუტოთ ერთმანეთს და პოზიტიური დღე იყოს იმიტომ, რომ ეს დღე ჩემთვის ბედობაა. ოჯახი, სამეგობრო ერთად ვიკრიბებით. ჩვენ, ზოგადად, ძალიან "ჟრიალა" ცოლ-ქმარი ვართ და სახლში ძირითადად ნაკლებად ვართ ხოლმე. სამეგობროში უფრო... მიშა უფრო აქტიურია. ვეუბნები: "დამაყენე სახლში", ის კი ამბობს: "არა, წამოდი, რა, წავიდეთ - ვიცინოთ."
ბავშვობიდან პასუხისმგებლობა ძალიან დიდი დოზით მაქვს. ჩემი საქმის დიდი სიყვარული და ის შეგრძნება, რომ მე ადამიანი არასდროს უნდა დავაღალატო, მეხმარება, სულ ფორმაში ვიყო.
წლებთან ერთად, მიშა ხასიათებით ნამდვილად არ შეცვლილა. პირიქით, უფრო შეკრულები ვართ. უბრალოდ, ის პირველადი ჟღურტულები, პეპლები და ამბები, მგონი, არც ერთ ოჯახში ბოლომდე არ მიდის. ახლა ჩვენ ძალიან კარგი მეგობრები ვართ. სულ ასე ვიყავით.
მეც ვაკეთებ რაღაცებს და სურვილებს ისიც მისრულებს.
31-ში შაურმას გამოვიძახებ, რა უნდა, დააჭირე თითი და ეგ არის. ზედმეტად არ შეწუხდები. ერთხელ შაურმა 20-ჯერ გამოვიძახე და 20 შაურმა მოვიდა. მეგონა, ვერ გამოვიძახე. შაურმების ნაძვის ხე დაიდგა. იმის მერე არ ვჭამ.
მიშას ძალიან სპონტანური, ჯანსაღი იუმორი აქვს. მის გვერდით სულ "გაკრეჭილი" დავდივარ. კარგად ვარ, რომ იცოდეთ. (იცინის) იუმორი იყო, რამაც ყურადღება მიმაქცევინა.