ამ მუსიკის დადებითი გავლენა ბევრმა ორსულმა გამოსცადა საკუთარ თავზე ორსულობის დროს მუსიკის მოსმენას დიდი მნიშვნელობა აქვს. თუმცა არსებობს მუსიკა, რომელიც ორსულზე და ნაყოფზე განსაკუთრებულ გავლენას ახდენს. ძირითადად, ეს კლასიკაა, რომელიც ყველაზე უკეთ შეეფერება ორსულს.
გაღიზიანების მოსახსნელად – ბეთჰოვენის "მთვარის სონატა", ჰაიდნის "სიმფონია", ბახის "იტალიური კონცერტი".
თავის ტკივილის დროს – ლისყის "უნგრული რაფსოდია", ბეთჰოვენის "ფიდელიო", გერშვინის "ამერიკელი პარიზში".
უძილობისას – სიბელიუსის "სევდიანი ვალსი", გლიუკის "მელოდია", შუმანისა და ჩაიკოვსკის პიესები.
დასამშვიდებლად – ბრამსის "იავნანა", დებიუსის "მთვარის შუქი", შუბერტის "ავე მარია".
ჰიპერტონიისას – შოპენის "ნოქტიურნ-რე-მინორი", ბახის "კონცერტი ვიოლინოსთვის".
თუ აპათია გაქვთ ან ძალიან დაგიქვეითდათ განწყობილება ორსულობის დროს სპეციალისტები ურჩევენ ე.წ. მასტიმულირებელი პროგრამებს. ესენია იმავე ბახის, მოცარტის, შუბერტის, ჩაიკოვსკისა და ვივალდის ნაწარმოებები.
ამ მუსიკის დადებითი გავლენა ბევრმა ორსულმა გამოსცადა საკუთარ თავზე. თუმცა აუდიოლოგები ასევე ამბობენ, რომ მუსიკის მოსმენისას პირველ რიგში საკუთარ გემოვნებას უნდა მოუსმინოთ. რამდენად კარგიც არ უნდა იყოს მუსიკა, თუ ის თქვენ არ გსიამოვნებთ და არ მოგწონთ, კიდევ უფრო გაგაღიზიანებთ.