21 დეკემბერი ასტროლოგიურ რუკაში განსაკუთრებული დღეა: შავი მთვარე (ლილიტი) მშვილდოსნის ნიშანში გადადის. ეს ტრანზიტი ილუზიების, მორალური ცდუნებების და საკუთარი შეხედულებების გამოცდის თემებს ააქტიურებს. როგორც ასტროლოგები ამბობენ, აღნიშნულ პერიოდში ტყუილის, მანიპულაციის, არასწორი გადაწყვეტილებების მიღების რისკი იზრდება და ამიტომ, განსაკუთრებით ფრთხილად უნდა ვიყოთ.
ასტროლოგიაში ლილიტს მკაცრ მასწავლებელს უწოდებენ. ის ადამიანების სისუსტეებსა და ფარულ მანკიერებებს გამოავლენს. ეს ტრანზიტი არა მხოლოდ პირად თავდაჯერებულობას, არამედ რწმენასაც გამოცდის. საკუთარ იდეებთან, ფიქრებთან ფრთხილად იყავით და კომუნიკაციას დააკვირდით. შესაძლოა, თქვენ მიერ ნათქვამი სიტყვები, განსაკუთრებით ნეგატიურად აღიქვან.
უფრო კონკრეტულად, როგორი იქნება ეს დღე ზოდიაქოს თითოეული ნიშნის წარმომადგენლისთვის, ქვემოთ გაგიზიარებთ:
შესაძლოა, გაგიჩნდეთ სურვილი, რომ საკუთარი გამოცდილება სრულად გააზიაროთ და ყველა გააკრიტიკოთ. პირველობის სურვილი ძლიერი იქნება, მაგრამ ამავდროულად, ის ადამიანები, რომლებიც ძალაუფლებას ფლობენ, გაგაღიზიანებთ. ნუ იჩქარებთ. თქვენი გამოცდილება ობიექტურად შეაფასეთ. შესაძლოა, სხვადასხვა შეთავაზებამ თქვენზე იმდენად დიდი გავლენა მოახდინოს, რომ რისკები არ გაითვალისწინოთ და იმპულსური გადაწყვეტილებები მიიღოთ.
ნუ გარისკავთ. ამ დღეს შესაძლოა, ყველაფრის ერთდროულად და დაუყოვნებლივ მიღების სურვილი გაგიჩნდეთ და გაუაზრებელი გადაწყვეტილებები მიიღოთ. ამან კი შეიძლება, სასოწარკვეთილ ქმედებებამდე მიგიყვანოთ. გახსოვდეთ, ყველაფერს თავისი დრო აქვს. საეჭვო, ბუნდოვან ინიციატივებს ნუ აჰყვებით და რადიკალური გადაწყვეტილებების მიღებას მოერიდეთ.
ლილიტი გავლენას თქვენს პირად ცხოვრებასა და ოჯახზე მოახდენს. "მე აქ უფროსი ვარ" პოზოცია კრახს გამოიწვევს. შესაძლოა, პარტნიორის მიმართ მეტი პრეტენზია გქონდეთ და თქვენი რეაქციები მტკივნეულად აღიქვან. გახსოვდეთ, რომ ურთიერთობაში ყოველთვის ორი ადამიანია და ორივეს აქვს უფლება, საკუთარი აზრი ჰქონდეს. აღნიშნულ დღეს, ზოგადად, კომუნიკაციაში სიხისტეს მაქსიმალურად მოერიდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, არასასურველ შედეგს მიიღებთ.
ნუ ეძებთ ისეთ პრობლემებს, რომლებიც არ არსებობს. თუ რაიმე გაწუხებთ, ექიმს მიმართეთ და თვითმკურნალობას, საკუთარი ინიციატივით დიაგნოზის დასმას ნუ შეეცდებით. ლილიტი გაიძულებთ, სამსახურში, საქმიან ურთიერთობებში ყველანაირი ხარვეზი იპოვოთ და აღნიშნოთ. თუმცა, ასტროლოგები გირჩევენ, რომ მომატებული ემოციურობის ფონზე, ნაჩქარევი გადაწყვეტილებები არ მიიღოთ.
პირად ცხოვრებაში განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ. მომატებული ემოციური ფონის გამო, შესაძლოა, საყვარელ ადამიანებს აწყენინოთ და არალოგიკური გადაწყვეტილებები მიიღოთ. ზედმეტი კაპრიზულობა, მეორე ნახევრის მიმართ აგრესიის გამოვლენა დადებით შედეგს ნამდვილად არ მოგიტანთ.
გახსოვდეთ, რომ თქვენი ოჯახი თქვენი მთავარი საყრდენია და ამ ურთიერთობებს მოფრთხილება სჭირდება. საერთო ქონებას კი ყურადღება უნდა მიაქციოთ. რაც არ უნდა რთული სიტუაცია იყოს, ნუ შეურაცხყოფთ მშობლებს და ნუ გაკიცხავთ შვილებს. ყოველთვის შეეცადეთ, თავი მათ ადგილას წარმოიდგინოთ და უსაფუძვლო კონფლიქტი არ გამოიწვიოთ.

ლილიტს შეუძლია, თქვენს ყოველდღიურობაში აურზაური და კონფლიქტების რისკი შექმნას. ამიტომ, ამ დღეს განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. თქვენ კომპრომისის მოყვარული ადამიანი ხართ, მაგრამ ამ პერიოდში შეიძლება, სრულიად უსაფუძვლო კამათში ჩაერთოთ. ყურადღებით იყავით, შესაძლოა, სხვების საიდუმლოებები გათქვათ და პრობლემები შეგექმნათ.
შესაძლოა, ამ დღეს დიდი შემოსავლის მიღების შესაძლებლობა გაჩნდეს, მაგრამ დანაკარგების რისკიც არსებობს. კარგად დაფიქრდით. ფინანსების კონტროლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. თქვენი ხარჯები იზრდება და ფინანსური მდგომარეობაც რთულდება. ლილიტი კი ამ კუთხით მზადაა, გამოცდა მოგიწყოთ.
ამ დღეს შესაძლოა, ყველა მოვლენა ნეგატიურად აღიქვათ და პესიმიზმმა შეგაწუხოთ. თუ პოზიტივი გამოგელევათ და ყველაფერი ცუდად გეჩვენებათ, გახსოვდეთ - ეს ლილიტის მაქინაციებია და ემოციურად რთული პერიოდი მალე გაივლის. მთავარია, აღნიშნულ დღეს რადიკალური და ნაჩქარევი გადაწყვეტილებები არ მიიღოთ.

ამ დღეს მაქსიმალურად მოერიდეთ ისეთ ადამიანებს, რომლებიც გამუდმებით წუწუნებენ და ნეგატიურ ფონს ქმნიან. ნეგატიურმა ფიქრებმა შესაძლოა, თქვენც შეგაწუხოთ და ილუზიებით ისეთი სცენარი შექმნათ, როგორიც არ არსებობს. ამიტომ, შეეცადეთ, განიტვირთოთ, დრო სასიამოვნო აქტივობებს დაუთმოთ და დადებითი განწყობა შეიქმნათ.
ლილიტის გავლენით, შესაძლოა, თქვენი სამომავლო ხედვები აბსოლუტურად შეიცვალოს. ყველაფერი, რაც ოდესღაც იმედისმომცემად ჩანდა, ქრება. ასევე, შეიძლება, მეგობრებთან ურთიერთობაც განსხვავებულად შეაფასოთ. ასტროლოგები გირჩევენ, რომ ნაჩქარევი გადაწყვეტილებები არ მიიღოთ. მომატებული ემოციური ფონი მალე გაივლის და შეძლებთ, ყველაფერი ობიექტურად შეაფასოთ.
შეიძლება იგრძნოთ, რომ უფროსები უსამართლოდ გექცევიან. კონფლიქტებს მაქსიმალურად მოერიდეთ. ინტერესის დაკარგვის გამო, შესაძლოა, სამსახურის შეცვლაზე ან პროფესიის დატოვებაზე იფიქროთ. მაგრამ, გახსოვდეთ, რომ ლილიტის გავლენით მომატებული ემოციური ფონი მალე გაქრება და შეიძლება, იმ გადაწყვეტილებებით, რომლებსაც ნაჩქარევად მიიღებთ, განსაკუთრებით უკმაყოფილო აღმოჩნდეთ.