"40 წლის ასაკში რომ პატარა ნაოჭი დავინახე, იცით, როგორ მახსოვს ის დღე? რაღაცები გამიკეთებია, არ მიყვარს ტყუილები... თუ ზომიერების გრძნობა გაქვს, ყველაფერს ეშველება" - ეკა მამალაძე ასაკობრივ ცვლილებებზე - მშობლები

"40 წლის ასაკში რომ პატარა ნაოჭი დავინახე, იცით, როგორ მახსოვს ის დღე? რაღაცები გამიკეთებია, არ მიყვარს ტყუილები... თუ ზომიერების გრძნობა გაქვს, ყველაფერს ეშველება" - ეკა მამალაძე ასაკობრივ ცვლილებებზე

2025-12-17 10:32:33+04:00

მომღერალი ეკა მამალაძე გადაცემაში " კოტკასტი" ასაკობრივი ცვლილებების შესახებ საუბრობს და გულშემატკივრებს საკუთარ პოზიციას უზიარებს:

- ორმოცი წლის ასაკში რომ პატარა ნაოჭი დავინახე, შეიძლება, ორმოც წლამდეც, აი, იცი, როგორ მახსოვს ის დღე? ჩავიხედე და ვიფიქრე, ეს რა მოხდა ჩემს ცხოვრებაში, რომ რაღაც გამოვიდა... იქ მქონდა ეჭვები - რა ვქნა? როგორ ვიქნები? ასეთი ვიქნები? არ მომეწონა, მაგრამ რაღაც პატარა საშუალებები არსებობდა, რომ ის ნაოჭი დამემალა. რაღაცები გამიკეთებია, არ მიყვარს ტყუილები. რა თქმა უნდა, კანის ფაქტურა უნდა მოგდევდეს. გენეტიკურად ყოველთვის აღნიშნავდნენ და მე და ნანის გვეუბნებოდნენ, რა კარგი კანის ფაქტურა გაქვთ, რბილი არ არისო. მაგრამ, პატარ-პატარა, რაც შეიძლებოდა, ვიკეთებდი. ყველაფერში, სიმღერაში, სახლში, ზომიერების გრძნობა თუ გაქვს, ყველაფერს ეშველება.