ყველაზე მდიდარ სპორტსმენად აღიარებული მებრძოლის, კონორ მაკრეგორის მილიონიანი ქორწილი ვატიკანში - როგორც იქცა ჩვეულებრივი სანტექნიკოსი მილიონერად? - მშობლები

ყველაზე მდიდარ სპორტსმენად აღიარებული მებრძოლის, კონორ მაკრეგორის მილიონიანი ქორწილი ვატიკანში - როგორც იქცა ჩვეულებრივი სანტექნიკოსი მილიონერად?

2025-12-17 11:28:11+04:00

12 დეკემბერს ცნობილი მებრძოლი, არაერთხელ ყველაზე მდიდარ სპორტსმენად დასახელებული ირლანდიელი კონორ მაკგრეგორი თავის დიდი ხნის შეყვარებულზე, დი დევლინზე დაქორწინდა და ინტერნეტში ცერემონიის ფოტოები და დეტალებიც გამოჩნდა.

ქორწილი, რომელიც, Us Weekly-ს ცნობით, 37 წლის ყოფილ UFC-ის ჩემპიონს 1 მილიონი ევრო დაუჯდა, ვატიკანში, სანტო სტეფანო დელი აბიჩინის უძველეს ეკლესიაში გაიმართა. ჟურნალისტებთან ინტერვიუში მაკგრეგორმა აღიარა, რომ ცერემონიის ჩატარების ნებართვის მიღება რთული იყო, მაგრამ წყვილს სხვა ვარიანტები არ განუხილავს: „ჩვენი ოჯახი ღრმად მორწმუნეა ა და არ არსებობს ვატიკანზე უფრო წმინდა ადგილი. მე მჯერა, რომ იესომ ამ დღეს მოგვიყვანა აქ. მადლიერები ვართ იმ გამონაკლისისთვის, რომელიც მათ ჩვენთვის დაუშვეს“.

inside-conor-mcgregor-and-dee-devlins-millions-of-euros-vatican-wedding-see-the-photos-wedding-day-12-12-25-3-39-of-108-1-1765959112.webporiginal-1-1765959112.webporiginal-1765959112.webp

ცერემონისთვის საქმრომ შავი სმოკინგი აირჩია, რომელიც დევიდ ავგუსტმა შეკვეთით დაამზადა, ხოლო პატარძალს თეთრი მაქმანებიანი კაბა ეცვა, რომელიც რომაული ატელიეს Il Giardino Fiorito delle Spose-ს მიერ იყო შექმნილი. იქ ასევე ხელით დაამზადეს მოსასხამი, ყელსაბამი და ფატა.

ოფიციალური ცერემონიის შემდეგ, ახალდაქორწინებულები თეთრი Rolls-Royce-ით გაემგზავრნენ რომში მდებარე უძველესი ციხესიმაგრის, Castello di Torcrechenza-სკენ, სადაც სუფრა ელოდათ. გზად, წყვილი რომანტიკული ფოტოების გადასაღებად თვალწარმტაც ადგილებში ჩერდებოდა.

ზეიმი უახლოესი ადამიანების წრეში გაიმართა. მეგობრები, ნათესავები და მათი ოთხი შვილი.

„ბოლო რამდენიმე წელი ჩვენი ოჯახის გაფართოებას მივუძღვენით. ოთხი საოცარი ბავშვის მშობლები ვართ და ისინი ჩვენი ცხოვრების სიყვარული არიან. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ისინი ამ დღის ნაწილი ყოფილიყვნენ. ერთად ჩვენ შეუჩერებლები ვართ“, - განმარტა მაკგრეგორმა.

შეგახსენებთ, რომ კონორ მაკგრეგორი და 38 წლის დი დევლინი 17 წელია ერთად არიან. ისინი 2008 წელს დუბლინის ღამის კლუბში შეხვდნენ, სადაც დევლინი მიმტანად მუშაობდა. იმ დროს მაკგრეგორი სპორტულ კარიერას იწყებდა და ნახევარ განაკვეთზე სანტექნიკოსად მუშაობდა. სწორედ წყალგაყვანილობის სპეციალობა შეისწავლა სკოლის დამთავრების შემდეგ.

წყვილმა რთული გზა გაიარა და დი მას გახმაურებული სექს-სკანდალის დროსაც კი უჭერდა მხარს.

conor-mcgregor-dee-devlin-1-7e8ac9ffe73b4993ba38c57d5b7c922e-1765959112.jpg

გასულ წელს მაკგრეგორი დამნაშავედ ცნეს 2018 წელს დუბლინის სასტუმროში ქალის გაუპატიურებაში. სასამართლომ მას დააკისრა მსხვერპლისთვის 266 000 აშშ დოლარის კომპენსაციის გადახდა, ასევე 1.4 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის თანხა - სასამართლო ხარჯების ასანაზღაურებლად. თავად მებრძოლი ამტკიცებდა, რომ სექსუალური აქტი თანხმობით მოხდა.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მაკგრეგორმა, სავარაუდოდ, კალათბურთის თამაშის დროს მამაკაცების ტუალეტში ქალის გაუპატიურება სცადა. მას ასევე ბრალი წაუყენეს დუბლინის ღამის კლუბის ავტოსადგომზე ქალთან სექსის თხოვნის მცდელობასა და ბარში უხამს საქციელში. თუმცა, არც ერთი ეს საქმე სასამართლომდე არ მისულა.

მსგავსმა ამბებმა მას არა მხოლო რეპუტაცია შეულახა, მის დიდ ქონებაზეც იქონია გავლენა და თუ წლების წინ 400 მლნ დოლარად იყო შეფასებული, ახლა მის ანგარიშზე 250 მლნ დოლარია. ასევე აქვს სახლები, იახტა, მანქანები და ა.შ. გარდა ბრძოლებიდან მიღებული შემოსვალებისა, მას აქვს შემოსავალი სარეკლმო კონტრაქტებიდან, აქვს საკუთარი ვისკის წარმოება და ა.შ.

conor-mcgregor-tattoos-gq-20may16-pa-b-1765959112.webpconor-mcgregor-2018-1765959112.jpg

გარდა ამისა, მაკგრეგორმა აღიარა, რომ მომავალში ირლანდიის პრეზიდენტობას აპირებს. ის ირლანდიაში მიგრაციის მკაცრი მოწინააღმდეგეა. ასევე აქტიურად უწოდებს საკუთარ თავს სიონისტს და ჰამასის მოწინააღმდეგეს.

5e4566785bd92c0ee8d9a54ec7105e446291d19d43d26311658628-1765960163.jpg

b4610456c71e0cfb339235f296744890-xl-1765960163.jpg