ზამთრის სეზონი თეატრში და სიახლე ერთგული მაყურებლისათვის! - მშობლები

ზამთრის სეზონი თეატრში და სიახლე ერთგული მაყურებლისათვის!

2025-12-17 12:23:51+04:00

თეატრი სახელოსნო 42 ზამთრის სეზონს დატვირთული პროგრამით შეხვდება და მაყურებელს კვლავ ჟანრობრივად თუ ვიზუალურად მრავალფეროვან დადგმებს შესთავაზებს.

დეკემბრისა და იანვრის აფიშა ასე გამოიყურება:

შეშლილის წერილები (პრემიერა)

დაბალი რანგის მოხელე ბანალური ცხოვრებით უკმაყოფილებასა და აუხდენელი ფანტაზიებს სიგიჟემდე მიჰყავს. არსებობს გზა პიროვნული თავისუფლებისკენ? არსებობს კი პარალელური თავისუფლება?

ამარკორდი

ერთი პატარა, მყუდრო იტალიური ქალაქი, სადაც დილა სიცილით და სიცოცხლის სიყვარულითაა გაჟღენთილი. ის ცოცხლობს ფერებით, ხმებით, მუსიკით, ჩურჩულითა და მზის სინათლით. ყოველი დღე იმეორებს თავად სიცოცხლის ხიბლს…

მაგრამ ერთ დღეს ყველაფერი იცვლება. ქალაქში ჩნდება უცნობი, უცხო ძალა — უხმოდ, თითქოს ჩრდილიდან. სიცილი ქრება, მუსიკა ჩუმდება, ფერები ქრება. ქალაქი თითქოს სუნთქვას წყვეტს.

ბენზინგასამართი სადგური

როდესაც ცხოვრება უმართავი სისწრაფით მიგვაქანებს, ხშირად გვავიწყდება ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. სპექტაკლი გვიამბობს ექვსი ადამიანის ისტორიას, რომლებიც ბედისწერის წყალობით ბენზინგასამართ სადგურზე აღმოჩნდებიან და იძულებულნი არიან, ყოველდღიური გიჟური რიტმის ფონზე, სულ რამდენიმე საათით შეისვენონ. ამ ხანმოკლე პაუზაში მათ ეძლევათ შანსი, თავიდან დაინახონ ერთმანეთი.

ცხვირი

ერთ დილას იღვიძებ და ცხვირი აღარ გაქვს. მაგრამ ყველაზე შემაშფოთებელი ის კი არ არის, რომ ის გაქრა – არამედ ის, რომ ის უკვე სხვაგანაა. შენთვის განკუთვნილ ადგილას. შენს სამუშაო მაგიდასთან. შენს ტანსაცმელში. მას შენი გავლენა აქვს და შენზე მეტადაც სცემენ პატივს. რა რჩება ადამიანისგან, როცა მას საკუთარი ცხვირი აღარ ეკუთვნის? რა რჩება პიროვნებისგან, როცა მისი როლი და თანამდებობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის თავად?

ეს და მაყურებლისათვის საყვარელი სხვა სპექტაკლები: „ფრეკენ ჟული“, „დირიჟორი“, „1921-1924“, „Tootsie”, “ვერაგობა და სიყვარული” (რეჟისორი დავით თარბა) - მხოლოდ თეატრ სახელოსნო 42-ში დაგხვდებათ. იანვარში ასევე სცენას დაუბრუნდება განახლებული “ოტელო” და “დონ ჟუანიც”!

აქვე, გვსურს, სიხარულით გაცნობოთ სიახლე, რომელიც თეატრის ერთგულ მაყურებელს ელის! მომდევნო თვიდან შეზღუდული რაოდენობით იქნება ხელმისაწვდომი თეატრი სახელოსნო 42-ის სეზონური აბონემენტები, რომელიც კიდევ უფრო გაამდიდრებს თქვენს თეატრალურ გამოცდილებას და, ამასთან, საშუალებას მოგცემთ, ისარგებლოთ განსაკუთრებული ფასებით, სასურველ წარმოდგენებზე საუკეთესო ადგილების წინასწარი ჯავშანითა და ექსკლუზიური ბენეფიტებით.

დაუთმეთ ზამთარი თეატრის სამყაროში მოგზაურობას; მეგზურობას კი თეატრი სახელოსნო 42 გაგიწევთ!

დამატებითი დეტალებისათვის დაუკავშირდით თეატრს. ბილეთების შეძენა შესაძლებელია სამ სხვადასხვა პლატფორმაზე: tkt.ge, biletebi.ge, ticketfactory42.ge.

R