20 დეკემბერს ბათუმის გრანდ მოლში Build A Bear-ის სახელოსნო იხსნება - ამერიკული ბრენდის კუთხე ექსკლუზიურად „XS სათამაშოების“ მაღაზიაში გიმასპინძლებთ.
Build A Bear-ის სახელოსნოს პატარა სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, თავად შეარჩიონ სასურველი დიზაინისა და ფორმის სათამაშო და თვალი მიადევნონ მისი დამზადების საინტერესო და სახალისო პროცესს. მათ თვალწინ და მათი გემოვნებით შექმნილი სათამაშო კი საყვარელი კომპანიონი და მეგობარი გახდება.
ბრენდი საქართველოში ოფიციალურად 2025 წლის ივლისში, „XS სათამაშოებთან“ პარტნიორობით შემოვიდა. პირველი სახელოსნო თბილისში, „გალერია თბილისში“ გაიხსნა.
Build-A-Bear-ი ამერიკული ბრენდია, რომელიც ბაზარზე პირველ 1997 წელს გამოჩნდა. მისმა უნიკალურმა კონცეფციამ, მომხმარებელმა თავად აირჩიონ სათამაშოს დიზაინი და თვალი მიადევნოს მისი შექმნის პროცესს, ბრენდს მსოფლიოს მასშტაბით გაუთქვა სახელი. ამჟამად მსოფლიოს მასშტაბით Build-A-Bear Workshop-ს 400-ზე მეტი ფილიალი აქვს.როგორ იქმნება Build-A-Bear-ის სათამაშო სპეციალური აპარატის დახმარებით?Build-A-Bear-ის მაღაზიაში შესვლისას, ბავშვები და მათი მშობლები გადიან უნიკალურ პროცესს, 6 მარტივ ნაბიჯს, თუ როგორ შექმნან უნიკალური რბილი მეგობარი:
ეს არის უნიკალური გამოცდილება და ემოციები ბავშვებისა და უფროსებისთვის, რომელიც არ მეორდება. ესტუმრე 20 დეკემბერს ბათუმის გრანდ მოლს მისამართზე ხიმშიაშვილის 29 გაუკეთე საუკეთესო საახალწლო საჩუქარი შენს პატარას!
R