პერის ჯექსონს ფაქტობრივად ბავშვობიდან ხედავენ ერთი და იგივე მამაკაცის გვერდით. მას წლებია ეს მამაკაცი ჰყავს პირად მცველად და მიუხედავად იმისა, რომ ის უკვე 60 წლისაა, არ ცვლის.
როგორც მისი გარემოცვა ამბობს, ეს მამაკაცი მაიკლ ჯექსონმა გარდაცვალებამდე დაუტოვა შვილების დაცვის უზრუნველსაყოფად და ის პერისის გვერდით რჩება. პერისიც მას არ იშორებს, რადგან ძვირფასია მამის არჩევანი და თანაც, ძალიან აფასებს ამ ადამიანის ერთგულებას და თავგანწირვას. ხშირად ამბობენ, რომ მამა-შვილს უფრო ჰგვანან.

