"რუსთავი 2"-ის დილის გადაცემაში, მარიამ გაბედავას რუბრიკის მასპინძლები ხათუნა ჟორდანია და ნინი ქარსელაძე იყვნენ. დილის რუტინის და საუზმის ტრადიციებთან ერთად, დედაშვილობაზეც ისაუბრეს:
- ხათუნა საკმაოდ მკაცრი დედა იყო, თუმცა ახლა უკვე ისეთ ასაკში ვარ, სასაცილოა ამაზე საუბარი... ბოლო წლებში როლები გავცვალეთ. მე ვარ ხათუნას დედა და ის ჩემი შვილია. მისი ავადმყოფობის მერე ასე გადავინაწილეთ ეს როლები, - აღნიშნა ნინიმ.
- მე თვითონ ვიყავი ძალიან ახალგაზრდა და მეგონა, სიმკაცრე იყო ერთადერთი, რაც ჩემს შვილს უფრო მოწესრიგებულს, უფრო მოსიყვარულეს გაზრდიდა. ძალიან პატარა იყო ნინი, როცა ერთ დღეს ძალიან პოპულარულმა გაიღვიძა. ყველა სცნობდა ქუჩაში, ეფერებოდნენ. მე მაშინ ვიფიქრე, ეს ცნობილობა რაღაცნაირად თავში არ აუვარდეს, გათამამებული ბავშვი არ გაიზარდოს-თქო და გამოსავალს ვპოულობდი სიმკაცრეში, რასაც დღეს ვფიქრობ, რომ ძალიან არასწორი საქციელი იყო. და თუკი გოგო შვილს სჭირდება დედისგან, რომ ეძახო "რა ლამაზი ხარ", "რა კარგი ხარ", "რა ნიჭიერი ხარ", - ძალიან ვნანობ და განვიცდი, რომ ეს შეფასებები ჩემს უფროს შვილს მოვაკელი, - ამბობს ხათუნა ჟორდანია.