ცნობილი მომღერალი, მაყვალა ჩიხლაძე, გადაცემაში "დღის პოსტი" ყოფილ მეუღლესთან და პარტნიორთან, არჩილ ჩიხლაძესთან ქორწინების წლებს იხსენებს და პირადი ცხოვრების შესახებ გულწრფელად საუბრობს:
- ჩემი მეუღლე ძალიან ეჭვიანი იყო. არასდროს უთქვამს: "ეს არ ჩაიცვა..." უბრალოდ, სხვების მიმართ იყო ეჭვიანი. მეუბნებოდა: "რატომ გიყურებენ?!" არ მოსწონდა, როცა ყვავილებს მომართმევდნენ. მაგრამ, ერთად რომ ვმღეროდით ძალიან მოსწონდა. ხანდახან კულისებში ძალიან ვკამათობდით, მაგრამ რომ გავიდოდით სცენაზე, ერთმანეთს ვუცინოდით, ვითომც არაფერი მომხდარა. ხალხს ხომ არ აჩვენებს შენს ცუდ განწყობას?! კამათი სულ ეჭვიანობაზე იყო. იმიტომ გავშორდი (იცინის) სიმღერის სიყვარულმა მიბიძგა, რომ ცოლად გავყოლოდი. ვფიქრობდი, რომ კარგი დუეტი გამოგვივიდოდა. ერთად 17 წელი ვიყავით. მე ეჭვიანი არ ვყოფილვარ. ისეთი მექალთანე იყო... მასთან უფრო სიმღერა მაკავშირებდა, თორემ რომ ვთქვა, სიყვარული ან რაღაც, არა... არც თავიდან ყოფილა და არც ბოლომდე. ჩემთვის, პირველ ადგილზე სიმღერა იყო. არჩილს ძალიან ტკბილი ხმა ჰქონდა. ძალიან კარგი ტემბრი ჰქონდა. ჩვენი ხმები ძალიან კარგად შეეწყო. ამიტომ, დიდხანს, 17 წელი "გავძელით". დაშორების შემდეგაც ერთად ვმღეროდით. მაშინაც ეჭვიანი იყო. მეუბნებოდა, შენ ჩემს გვარს შეარცხვენო.