20-21 დეკემბერს, „ექსპო ჯორჯიას“ მე-4 და მე-5 პავილიონებში წლის დამაგვირგვინებელი ლიტერატურული ღონისძიება, თბილისის წიგნის საახალწლო ბაზრობა გაიმართება, რომელზეც „პალიტრა L-ი“ ტრადიციულად უამრავი სიურპრიზითა და შეთავაზებით გიმასპინძლებთ.
საახალწლო ბაზრობა პატარა და დიდ მკითხველს 11:00 საათიდან 20:00 საათამდე გიმასპინძლებთ. გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ სივრცეში წარმოდგენილი იქნება საბავშვო, მხატვრული, სამეცნიერო, პროფესიული, თანამედროვე და კლასიკური ლიტერატურის ფართო ასორტიმენტი. ასევე ისარგებლებთ დიდი ფასდაკლებით თქვენთვის საყვარელ წიგნებსა და სერიებზე, 20 დეკემბერს, დღის განმავლობაში ჩაერთვებით ისეთ სახალისო აქტივობებში, როგორიცაა ქვიზები თოვლის გუნდასთან ერთად. ასევე 15:00 საათზე გამომცემლობის წარმომადგენლები, ნათია ჩუბინიძე და მარიამ ჩხეიძე წარმოგიდგნენ ახალ გამოცემას - „ვირტუალური შობა“, რომელიც ჯადოსნურ, სადღესასწაულო განწყობას შეგიქმნით. არ გამოტოვოთ წლის მთავარი ლიტერატურული ღონისძიება, ესტუმრეთ „ექსპო ჯორჯიას“ და შეხვდით ახალ 2026 წელს ახალი საკითხავით!
აღსანიშნავია, რომ თბილისის წიგნის საახალწლო ბაზრობის ორგანიზატორია საქართველოს წიგნის ასოციაცია.
R