ნინასთვის მეორე ქორწინებაა, თუმცა დედა პირველად გახდა.
ბიზნესმენმა სანდრო შელიამ და ჟურნალისტმა ნინა ხუბუტიამ 2023 წლის ოქტომბრის ბოლოს იტალიაში დაიწერეს ჯვარი. წელს ზაფხულში,11 ივნისს მათ ვაჟი შეეძინათ, რომელსაც ნიკოლასი დაარქვეს.
აქამდე ნიკოლასის ფოტოებს არ ასაჯაროებდნენ, ახლახან გამოქვეყნებულ ფოტოებზე კი ბიჭუნა მშობლებთან ერთად პოზირებს. ფოტოებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ბევრმა აღნიშნა, რომ ნიკოლასი დედას ჰგავს, განსაკუთრებით - თვალებით.




სანდრო შელიასთვის ნიკოლასი მესამე შვილია. პირველი ქორწინებიდან ვაჟი ჰყავს, მეორე ქორწინებაში პიანისტ და ტელეწამყვან თათია შარანგიასთან კიდევ ერთი ვაჟი შეეძინა.
ნინასთვის მეორე ქორწინებაა, თუმცა დედა პირველად გახდა.