ახალ წლამდე ჩასატარებელი რიტუალი მარილის დახმარებით, რითაც ოჯახში ფინანსურ კეთილდღეობას და ბედნიერებას მოიზიდავთ - მშობლები

ახალ წლამდე ჩასატარებელი რიტუალი მარილის დახმარებით, რითაც ოჯახში ფინანსურ კეთილდღეობას და ბედნიერებას მოიზიდავთ

2025-12-20 11:02:30+04:00

ძველი წლის გაცილებასთან ერთად გვინდა ახალი წელი უფრო იღბლიანად, ფინანსურად სტაბილურად და ბედნიერად დავიწყოთ. ამისთვისარსებობს ერთი მარტივი, მაგრამ სიმბოლურად ძლიერი ხერხი ჩვეულებრივი მარილის დახმარებით, რომელიც უარყოფითი ენერგიის მოშორებას და იღბლისა და სიუხვის მოზიდვას გვპირდება. უძველესი დროიდან მარილი ძლიერ გამწმენდ და დამცავ საშუალებად ითვლებოდა და მას მრავალ რიტუალში იყენებდნენ. გთავაზობთ 5 რიტუალს მარილის დახმარებით, რომლებიც სასურველია ჩაატაროთ ახალი წლის დადგომამდე, რათა ყველაფერი ცუდი წარსულში დატოვოთ და ახალი შესაძლებლობებისთვის კარი გააღოთ.

მარილის რიტუალების ჩატარების წესები

  • ყველა რიტუალი ჩაატარეთ მარტომ,სხვისი დასწრების გარეშე.

  • მარილი უნდა იყიდოთ სპეციალურად რიტუალისთვის — ის, რომელიც სახლში საკვებისთვის გაქვთ, არ გამოიყენოთ.

  • ზოგი ეზოთერიკოსი უპირატესობას ანიჭებს მსხვილ მარილს, თუმცა სავალდებულო არაა — შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი მარილი.

  • რიტუალის დროს არ უნდა გაგეფანტოთ ყურადღება. თუ იქრებმა წაგიღოთ და სხვა რამეზე გადაერტეთ გონებით, რიტუალი თავიდან უნდა დაიწყოთ.

1. შესასვლელი კარის გაწმენდა მარილიანი წყლით — ნეგატივისგან გასათავისუფლებლად

ეს ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და გავრცელებული რიტუალია უიღბლობისა და ნეგატიური ენერგიის მოსაშორებლად. ითვლება, რომ შესასვლელი კარი არა მხოლოდ ბინაში შესასვლელია, არამედ ენერგეტიკული ფარიც, რომელიც სახლსა და მის ბინადრებს იცავს.

როდესაც ნეგატიური ენერგია გროვდება, ეს „ფარი“ სუსტდება და სახლში შეიძლება შურმა, ბრაზმა და სხვა დამაზიანებელმა ემოციებმა დაისადგუროს. თუ ყველაფერი სცადეთ, მაგრამ უიღბლობა არ გშორდებათ, ეს რიტუალი თქვენთვისაა.

როგორ ჩავატაროთ:

  • თბილ წყალში გახსენით 2–3 სუფრის კოვზი მარილი.

  • დაიწყეთ კარის გაწმენდა შიგნიდან, ზემოდან ქვემოთ, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ სახელურს, ზღურბლსა და კარის ჩარჩოს.

  • წმენდისას გონებაში გაუშვით ყველაფერი ცუდი და სახლში კარგი მოიწვიეთ. შეგიძლიათ თქვათ, მაგალითად: „ვუშვებ ბოროტებას, შურსა და უიღბლობას, ჩემს სახლში ვიწვევ კეთილდღეობას, სიმდიდრესა და ბედნიერებას.“

  • იგივე გაიმეორეთ კარის გარე მხრიდანაც და ბოლოს კარი კარგად გაამშრალეთ.

2. მარილზე დგომა — ფინანსური კეთილდღეობის მოსაზიდად

ეს რიტუალი განსაკუთრებით მათთვისაა, ვინც დიდი ხანია ცდილობს ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას. მნიშვნელოვანია, საკუთარ თავს მინიმუმ 15 წუთი დაუთმოთ და ყოველდღიური შფოთვა გვერდზე გადადოთ.

როგორ ჩავატაროთ:

  • აბაზანის იატაკზე ან დიდ თასში მოაყარეთ მარილი ისე, რომ ფეხები მასში ჩაეფლოს.

  • დადგით ფეხები მარილზე და ნელა დაიწყეთ მისი დატკეპნა.

  • წარმოიდგინეთ, როგორ ქრება ვალები და ფინანსური მდგომარეობა სტაბილური ხდება.

  • ეცადეთ იგრძნოთ სიმშვიდე და მადლიერება, თითქოს პრობლემა უკვე მოგვარებულია.

  • გაატარეთ ასე 10–15 წუთი, შემდეგ კი მარილი წყლით ჩამოიბანეთ.

3. მარილიანი აბაზანა — სიყვარულის მოსაზიდად

მარილი სიყვარულის სფეროშიც გამოიყენება. იგი წმენდს სხეულსა და ემოციებს, ავსებს ახალ ენერგიით და ადამიანს უფრო მიმზიდველს ხდის — როგორც საკუთარი თავისთვის, ისე სხვებისთვის.

როგორ ჩავატაროთ:

  • აავსეთ აბაზანა ცხელი წყლით და დაამატეთ 2 ჭიქა მსხვილი მარილი.

  • ჩაწექით წყალში და მოდუნდით.

  • წარმოიდგინეთ, როგორ გშორდებათ წარსული ტკივილი, წარუმატებელი ურთიერთობები და კომპლექსები.

  • ხმამაღლა ან ჩუმად წარმოთქვით თავისუფალი ფორმის სურვილი სიყვარულზე — სთხოვეთ წყალს, გაგწმინდოთ და თქვენს ცხოვრებაში სიყვარული მოიზიდოს.

  • დარჩით წყალში რამდენიმე წუთი, წარმოიდგინეთ თქვენი სურვილის ასრულება.

  • რიტუალის ბოლოს აუცილებლად გადაუხადეთ მადლობა წყალს.

რიტუალის დასრულების შემდეგ არ ჩამოიბანოთ მარილი სხეულიდან — მიეცით საშუალება, რომ მისი ენერგია თქვენთან დარჩეს მეორე დღემდე. ეს არ არის ისეთი მაღალი კონცენტრაციის მარილწყალი, რომ დისკომფორტი გაგძნობინოთ.

რომელია 2026 ახალი წლის ტრენდული ფერები და როგორ მოვრთოთ ნაძვის ხე ერთ ფერში