იდეალური გოზინაყის რეცეპტი მარიამ ჭანტურიძისგან: "თუ დაიცავთ ამ დოზებს და თანმიმდევრობას, ნამდვილად იდეალური გოზინაყი გამოგივათ" - მშობლები

იდეალური გოზინაყის რეცეპტი მარიამ ჭანტურიძისგან: "თუ დაიცავთ ამ დოზებს და თანმიმდევრობას, ნამდვილად იდეალური გოზინაყი გამოგივათ"

2025-12-20 14:23:00+04:00

ცნობილი კულინარი მარიამ ჭანტურიძე გამომწერებს იდეალური გოზინაყის რეცეპტს უზიარებს.

"თუ დაიცავთ ამ დოზებს და თანმიმდევრობას, ნამდვილად იდეალური გოზინაყი გამოგივათ. თითქოს ყველა იცის გოზინაყის მომზადება, მაგრამ კარგი გოზინაყი ცოტა დამიგემოვნებია. შეიძლება თქვენც გაქვთ პრობლემა, რომ მაგრდება, თეფშს არ შორდება, იშლება და ა.შ. აი ეს არის სწორედ საუკეთესო რეცეპტი.

დაგჭირდებათ:

  • ნიგოზი - 500გრ.
  • თაფლი - 350 გრ.
  • შაქრის პუდრა - 80გრ.

ნიგოზი მოხალეთ, დაყარეთ ხის დაფაზე და საბრტყელებელი გადაატარეთ. არ უნდა დაჭრა, კარგად დაამტვრიეთ. თაფლი მოათავსეთ ქვაბში და დაამატეთ შაქრის პუდრა. დავდგათ ძალიან დაბალ ცეცხლზე და ვურიოთ ნელა. პუდრა რომ გადნება, დაველოდოთ ქაფს. არ აუწიოთ ცეცხლს, გოზინაყს დაბალი ცეცხლი სჭირდება. თაფლი რომ აფუშფუშდება, ჩავყაროთ ნიგოზი. მოვურიოთ და ვშუშოთ 1-2 წუთი. გადავიტანოთ სველ დაფაზე. მიეცით ფორმა. გააცივეთ და დაჭერით სველი დანით." - ამბობს მარიამ ჭანტურიძე.

თხელი ბლინები მარიამ ჭანტურიძის რეცეპტით: ყველას შეუყვარდება, ვინც კი გასინჯავს