"ბავშვს თავი გადაპარსეს და თვალებთან მენთოლი წაუსვეს, რომ ეტირა" - როგორ იყენებენ თაღლითები სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს გამდიდრებისთვის - მშობლები

"ბავშვს თავი გადაპარსეს და თვალებთან მენთოლი წაუსვეს, რომ ეტირა" - როგორ იყენებენ თაღლითები სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს გამდიდრებისთვის

2025-12-20 15:22:44+04:00

პატარა, თავგადაპარსული, ფერმკრთალი ბიჭი კამერების წინ დგას.

"მე შვიდი წლის ვარ და კიბო მაქვს, გთხოვთ დამეხმარეთ და გადამარჩინეთ" - ამბობს ის.

ბიჭს რომელიც კადრში ჩანს, ხალილი ჰქვია , როგორც მისი დედა ალჯინი ამბობს გადამღებმა ჯგუფმა სთხოვა ბავშვისთვის თავი გადაეპარსათ, ყალბი წვეთოვნები შეაერთეს და ოჯახს სთხოვეს ისე მოეწყოთ, თითქოს მას დაბადების დღე ჰქონდა.

თავად ხალილს ინგლისური ტექსტი მისცეს,რომელიც უნდა დაეზეპირებინა და კამერების წინ ეთქვა. დედის თქმით, ხალილს ისიც არ მოსწონდა, რომ მის გვერდით დაჭრილი ხახვი დადეს და თვალების ქვეშ მენთოლი წაუსვეს, რათა ეტირა.

ალჯინი დათანხმდა, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ გადაღება დადგმული იყო, ხალილს მართლაც ჰქონდა კიბო. მას უთხრეს, რომ ეს ვიდეო უკეთესი მკურნალობისთვის ფულის ონლაინ შეგროვებაში დაეხმარებოდა, როგორ ჟურნალისტურმა გამოძიებამ დაადგინა ხალილის სახელით თანხა მართლაც შეგროვდა, $27,000 , მაგრამ ალჯინს განუცხადეს, რომ კამპანია ჩავარდა და მას ამ თანხიდან არაფერი მიუღია — მხოლოდ $700 გადაუხადეს, გადაღების ერთი დღის ჰონორარი, ერთი წლის შემდეგ კი ხალილიც გარდაიცვალა.

BBC World Service-ის გამოძიებამ აჩვენა, რომ მთელ მსოფლიოში სასოწარკვეთილ მშობლებს, რომელთა ბავშვები მძიმედ არიან ავად ხშირად ონლაინ თაღლითური კამპანიები იყენებენ, რათა “სიცოცხლის გადასარჩენად საჭირო მკურნალობისთვის“ საზოგადოებას თანხები გადაარიცხვინონ.

ჟურნალისტურმა გამოძიებამ 15 ოჯახი გამოავლინა, რომლებიც ამბობენ, რომ შეგროვებული თანხიდან ძალიან ცოტა ან საერთოდ არაფერი მიუღიათ და ხშირად არც კი იცოდნენ, რომ მათი მონაწილეობით გადაღებულმა კამპანიების საშუალებით ფული უკვე შეგროვდა.

როგორ აღმოჩნდა, გამოკითხული ცხრა ოჯახი —ერთი და იმავე თაღლითური ქსელის მსხვერპლი გახდა, ჯამში მათ სახელზე $4 მილიონამდე შეგროვდა, თუმცა მათ ამ თანხიდან თითქმის არაფერი მიუღიათ.

გამოძიება 2023 წლის ოქტომბერში დაიწყო, როცა YouTube-ზე ჟურნალისტების ყურადღება ერთმა შემაძრწუნებელმა რეკლამამ მიიქცია „მე არ მინდა სიკვდილი,“ — ტიროდა გოგონა განადან, სახელად ალექსანდრა. “ჩემი მკურნალობა ძალიან ძვირია“

მისთვის შექმნილმა კამპანიამ, როგორც ჩანს, თითქმის $700,000 შეაგროვა.

YouTube-ზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ავადმყოფი ბავშვების კიდევ ბევრი მსგავსი ვიდეო იყო ატვირთული — ყველა ძალიან ჰგავდა ერთმანეთს: პროფესიონალურად გადაღებულ კადრებს თან ერთოდა ცნობა, თითქოს უკვე უზარმაზარი თანხები იყო შემოწირული. ყველა ვიდეო გადაუდებლობის განცდას ქმნიდა და ემოციურ ენას იყენებდა.

განაგრძეთ კითხვა