მოსწავლის ცემის საქმეზე ცეკვის მასწავლებელი დააკავეს - მშობლები

მოსწავლის ცემის საქმეზე ცეკვის მასწავლებელი დააკავეს

2025-12-20 17:07:41+04:00

ოზურგეთში ცეკვის მასწავლებელი მოსწავლის ცემის ფაქტზე დააკავეს.

როგორც “ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო.

არსებული ინფორმაციით, გამოძიება მოსწავლის მშობლის შეტყობინების საფუძველზე დაიწყო.