"მეორე ორსულობაზე მოვიმატე 37 კილო და ძალიან გამიჭირდა დაკლება. ეს ძალიან მოქმედებდა... ვფიქრობ, სამ წლამდე მაინც საჭიროა, რომ იყო ბავშვის გვერდით და ყველაფერს შენ განაგებდე..." - ანი ბებია - მშობლები

"მეორე ორსულობაზე მოვიმატე 37 კილო და ძალიან გამიჭირდა დაკლება. ეს ძალიან მოქმედებდა... ვფიქრობ, სამ წლამდე მაინც საჭიროა, რომ იყო ბავშვის გვერდით და ყველაფერს შენ განაგებდე..." - ანი ბებია

2025-12-20 22:26:25+04:00

მსახიობი ანი ბებია, რომელიც ორი შვილის - ჯერის და სემის დედაა, ნანკა გვარის პოდკასტს "მარტოობის 15 წუთი" სტუმრობდა და სხვა თემებთან ერთად, ორსულობის დროს წონის მატების და ფორმაში ჩადგომის სირთულეებზეც ისაუბრა.

- პირველ ორსულობაზე მოვიმატე 27 კილო, მაგრამ რომ გავაჩინე, 4-5 თვეში ფორმაში ჩავდექი, თავისით. მეორე ორსულობაზე მოვიმატე 37 კილო, ანუ ერთი ანი მომემატა, და მერე ძაან გამიჭირდა დაკლება. ეს ძაან მოქმედებდა. სარკეში რომ ვიყურებოდი, და ვხვდებოდი, რომ ის სხვა ადამიანია და მე სხვა ადამიანი ვარ, ეგ კიდევ დამატებითი სტრესი იყო.

ძიძა არ მყავს. არც მინდოდა, მერე რომ დამჭირდა საქმისთვის, ორ-ორი კვირა მყავდა და მივხვდი, რომ ჩემშია პრობლემა... თანაც, ვფიქრობ, სამ წლამდე მაინც საჭიროა, რომ იყო ბავშვის გვერდით და ყველაფერს შენ განაგებდე.

ilo-beroshvili-1754736821-1766257891.jpgani23-1766257945.jpg

ასევე ისაუბრა იმაზე, თუ რა იყო ყველაზე რთული მისი და მისი მეუღლის - ილო ბეროშვილის ურთიერთობაში. ეს იყო გზა, სანამ ილო დამოკიდებულებისგან გათავისუფლდებოდა. ანის თქმით, ეს რთული გზაა.

- თუმცა ბოლო დროს მივხვდი, რომ ეს მისი გზაა, მისი ჯვარია და უნდა მივანდო მას...