"აბა თუ იცნობთ. PS - მიხეილ ყაველაშვილი და თამარ ბაგრატიონი" - წერს ჟურნალისტი მაცაცო კევლიშვილი და მიხეილ ყაველაშვილის და თამარ ბაგრატიონის ახალგაზრდობის ფოტოს აქვეყნებს.

როგორც ცნობილია, მიხეილ ყაველაშვილი და თამარ ბაგრატიონი მრავალი წელია ერთად არიან, ჯერ კიდევ იმ დროიდან, ყაველაშვილი რომ ცნობილი ფეხბურთელი იყო და ინგლისისა და შვეიცარიის გუნდებში თამაშობდა. იქვე გაჩნდნენ მათი უფროსი შვილები.

წყვილს სამი საერთო შვილი ჰყავს: მარიამ ყაველაშვილი 1996 წელს ინგლისში, მანჩესტერში დაიბადა, გურამი - 2001 წელს, შვეიცარიაში, ციურიხში, მესამე შვილი - ელისაბედ ყაველაშვილი, 2013 წელს, თბილისში. თამარ ბაგრატიონს ჰყავს ასევე ერთი შვილი, პირველი ქორწინებიდან -გიორგი ივანიშვილი, რომელიც 1989 წელს, თბილისში დაიბადა. ცნობილია, რომ პირველ ქორწინებაში თამარ ბაგრატიონი დაქვრივდა.


თამარ ბაგრატიონი სამეფო გვარის წარმომადგენელია. მისი და - ლიზა ბაგრატიონი ცნობილი მომღერალია.

ოჯახის წევრები და მეგობრები თამარ ბაგრატიონს თაუს ეძახიან.



