შოთის პურები თუჯის ქვაბში - რეცეპტი, რომელიც სოციალური ქსელის მომხმარებლებმა აიტაცეს - მშობლები

შოთის პურები თუჯის ქვაბში - რეცეპტი, რომელიც სოციალური ქსელის მომხმარებლებმა აიტაცეს

2025-12-21 12:32:10+04:00

შოთის პურების გამოცხობა, თურმე, თონის გარეშეც შესაძლებელია. მთავარია, გქონდეთ ღუმელი და ძველებური თუჯის ქვაბი. tams_gemolab შინაური შოთების რეცეპტსა და ცხობის ტექნიკას გვიზიარებს. ამის წყალობით, შესაძლოა ახალ წელს თონის პურის გრძელ რიგებში დგომაც აიცილოთ თავიდან.

ინგრედიენტები:

1 კგ უმაღლესი ხარისხის ფქვილი

ჩკ მარილი

1ჩკ საფუარი

550/600მლ ოთახის ტემპერატურის წყალი.

უნდა მოზილოთ ცომი, გააკეთოთ პატარა გუნდები და სველი ხელით გავაბრტყელოთ ის მხარე, რომლითაც ცომი ქვაბზე უნდა მიეკრას. მეორე მხარე დატოვეთ ფქვილიან, რომ ხელზე არ მიგეკრათ. ქვაბი ძალიან გახურებული უნდა იყოს. ქვაბი შედგით ღუმელში, რომელიც მაქსიმალურ ტემპერატურაზეა გახურებული. პურების დაბრაწვას 10-12 წუუთი სჭირდება.

View this post on Instagram

A post shared by Tam’s gemolab (@tams_gemolab)