51 წლის ევა მენდესი ერთ-ერთი იშვიათი გამონაკლისია წარმატებულ მსახიობებს შორის, რომელმაც თავისი ნებით თქვა უარი კარიერაზე და გათხოვების შემდეგ დიასახლისობა ამჯობინა.მრავალი წელია, ეკრანზე არ გამოჩენილა და მთელ დროს მეუღლეს - რაიან გოსლინგს და ორ ქალიშვილს - 10 წლის ესმერალდასა და 8 წლის ამანდას უთმობს. ახლახან ისინი ერთად გამოჩნდნენ და პაპარაცების ახალმა ფოტოებმაც არ დააყოვნა.



იმის გამო, რომ ამ თემას მუდამ მოჰყვება აზრთა სხვადასხვაობა და იმაზეც წერდნენ, რომ ეს მისგან ქმარმა მოითხოვა, ევამ ერთხელ ამაზე განმარტება გააკეთა: "მე ასე ვიფიქრე: კარგი, ის იმუშავებს და მეც ვიმუშავებ - ოღონდ, დიასახლისად".
მისი თქმით, არ გასჭირვებია ჰოლივუდურ კარიერაში პაუზის გაკეთება, რადგან უნდოდა, რაც შეიძლება მეტი დრო გაეტარებინა ბავშვებთან. თანაც, გადაღებები კი შეწყვიტა, თუმცა რაღაც საქმეებით მაინც არის დაკავებული. იმასაც ამბობს ხშირად, რომ აღტაცებულია ქმრის პროფესიონალიზმით და ძალიან უხარია მისი ყოველი მორიგი წარმატება.
ბოლო 12 წელია ერთად ისინი საჯარო ღონისძიებებზე არ გამოჩენილან და ევა წითელ ხალიჩებს გაურბის. ამბობს, რომ არ სურს პირადი ცხოვრების გასაჯაროება. ამიტომ ბოლო დროის ფოტოები მხოლოდ პაპარაცულია.

"დართეთ ნება, თუნდაც იყვირონ თქვენი მისამართით. ეს არ არის უპატივცემულობა. ეს ნორმალურია. ბავშვებს ხანდახან ისე ძალიან უნდათ საკუთარი ფასეულობის გატანა, თქვენგან აუცილებლად მოითხოვენ პატივისცემას, რომელსაც იმსახურებენ. ბოლო პერიოდში არაფერი დამიპოსტავს, რადგან ერთ-ერთმა ქალიშვილმა მითხრა, რომ მეტისმეტად ხშირად ვსარგებლობ ტელეფონით. მან ეს ძალიან განიცადა. ბავშვია და ეს ბუნებრივია, ისინი ხომ ყველაფერს საკუთარ თავზე იღებენ. ჩვენ ვისაუბრეთ, ბოდიში მოვუხადე ჩემი საქციელის გამო და დავპირდი, რომ კიდევ უფრო ყურადღებიანი ვიქნები. მივხვდი, რომ მართალია, სულ სახლში ვარ, მათ გვერდით, მაგრამ ეს ყოველთვის სულაც არ ნიშნავს ჩემს ნამდვილად იქ ყოფნას", - წერდა მაშინ მენდესი.
ევასა და რაიან გოსლინგს შორის ურთიერთობები 2012 წელს დაიწყო, ფილმის "ადგილი ფიჭვების ქვეშ" გადაღებებზე. მაშინ ევა წარმატებული მსახიობი იყო და ხშირად ხვდებოდა ულამაზესი ქალების რეიტინგებში.



რაიანი მასზე 6 წლით უმცროსია. იმ დროისთვის ის ჯერ იწყებდა კარიერას და ნელ-ნელა იკრებდა პოპულარობას. რომანი მალე გაჩაღდა და 2014 წელს, მას მერე, რაც პირველი შვილი გაჩნდა, მენდესი ჩამოსცილდა კინოს.
