ვირუსის შემდეგ რამდენ ხანში უნდა გაუშვათ ბავშვი ბაღში ან სკოლაში - მშობლები

ვირუსის შემდეგ რამდენ ხანში უნდა გაუშვათ ბავშვი ბაღში ან სკოლაში

2025-12-22 03:51:48+04:00

ვირუსების გავრცელების სეზონზე მშობლებს შორის ერთი-ერთი ყველაზე აქტუალური კითხვაა, როდის გავუშვათ ნაავადმყოფარი ბავშვი ბაღსა თუ სკოლაში.

უპირველეს ყოვლისა, ბავშვს, მინიმუმ 24 საათის განმავლობაში, სხეულის ტემპერატურა ნორმაში უნდა ჰქონდეს სიცხის დამწევი მედიკამენტების გარეშე.

მეორე მნიშვნელოვანი ნიშანია ჩვეულ მდგომარეობაში დაბრუნება: ბავშვი აქტიურია, აქვს მადა, ინარჩუნებს კარგ განწყობას და უბრუნდება ჩვეულ თამაშს.

მესამე კრიტერიუმია გამოკვეთილი სიმპტომების არარსებობა. მსუბუქი ხველა ან მცირე სურდო, თუ ისინი ბავშვის საერთო მდგომარეობაზე არ ახდენენ გავლენას, როგორც წესი, არ წარმოადგენს დაბრკოლებას წრეებზე ან გაკვეთილებზე დასწრებისთვის.

ფიზიკური დატვირთვა და ცურვა

რაც შეეხება ფიზიკურ აქტივობას — მათ შორის აუზში ცურვას — აქ მოქმედებს მარტივი პრინციპი: როგორ ბრძნობს ბავშვი თავს. დატვირთვაზე დაბრუნება უნდა მოხდეს ეტაპობრივად.

თუ ბავშვი სახლში აქტიურია, დარბის, თამაშობს და თავად ითხოვს სეირნობას, ეს ნიშნავს, რომ მისი ორგანიზმი უკვე მზად არის მსუბუქი დატვირთვისთვის. მაგრამ თუ ის სწრაფად იღლება, უჩივის სისუსტეს ან არ აქვს ენერგია, უმჯობესია დასვენების პერიოდი კიდევ რამდენიმე დღით გახანგრძლივდეს.

განსაკუთრებული სიფრთხილე

განსაკუთრებული ყურადღება საჭიროა ინტენსიური სპორტული დატვირთვების მიმართ. ზოგიერთი დაავადების შემდეგ — მაგალითად, ინფექციური მონონუკლეოზის შემთხვევაში — აქტიური ვარჯიშების განახლება მხოლოდ პედიატრთან კონსულტაციის შემდეგ არის რეკომენდებული.

ბავშვის ჯანმრთელობის აღდგენა ინდივიდუალური პროცესია და მისი დაჩქარება არასასურველია. სწორი დროის შერჩევა და თანდათანობითი დაბრუნება სხვადასხვა აქტივობაში ხელს უწყობს სრულ გამოჯანმრთელებას.