ჯეფრი ეპშტეინის სია: ახალი დოკუმენტების მიხედვით, შესაძლოა, მილიარდერის დანაშაულებრივ საქმიანობაში მაიკლ ჯექსონიც ყოფილიყო ჩართული - მშობლები

პედოფილი მილიარდერის სიაში ჯეკსონის, ბილ კლინტონის და სხვათა სახელები იპოვეს - ეპშტეინის დანაშაულებრივი საქმიანობის ახალი დეტალები

2025-12-22 10:29:21+04:00

მაიკლ ჯექსონის სახელი ჯეფრი ეპშტეინის სიას დაემატა, თუმცა ვარსკვლავის გულშემატკივრები მის დასაცავად გამოდიან და ამტკიცებენ, რომ ლეგენდარულ მომღერალს სკანდალურ საქმესთან არაფერი აკავშირებს.

ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთმა უმდიდრესმა ადამიანმა, ფინანსისტმა ჯეფრი ეპშტეინმა, 2019 წელს ნიუ-იორკის ციხეში თავი მოიკლა. იქამდე მისმა საქმიანობამ უდიდესი რეზონანსი გამოიწვია.

jepri-epshteini-1-1766385601.jpg

ჯეფრი ეპშტეინის სია თანდათან ფართოვდება. მილიარდერი საკუთარ სასახლეში ხმაურიან წვეულებებს აწყობდა, სადაც გოგონები მიჰყავდათ და ერთობოდნენ. ეპშტეინის მსხვერპლთა უმეტესობა 14 წლის იყო, ხოლო მათი მომსახურებით სარგებლობის მსურველები ძალიან ცნობილი ადამიანები აღმოჩნდნენ... ეპშტეინის მეგობართა სია, როგორც აღვნიშნეთ, სულ უფრო მეტად იზრდება და სკანდალური ამბებიც აშკარავდება.

jepri-epshteini-2-1766385620.jpg

მილიარდერი ფლორიდასა და ნიუ-იორკში ბავშვებით ვაჭრობის ფედერალური ბრალდებით 2019 წლის 6 ივლისს დააკავეს. ეპშტეინთან არაერთი ცნობილი ადამიანი მეგობრობდა. ჯერჯერობით, ყველა მათგანის შემთხვევაში დაუდასტურებელია, ისინი მილიარდერს მხოლოდ ემეგობრებოდნენ, თუ მის დანაშაულებრივ წვეულებებშიც იღებდნენ მონაწილეობას.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ფაილების ახალი შეკვრა ჯეფრი ეპშტეინის და მაიკლ ჯექსონის ფოტოებს აერთიანებს.

თუმცა, ამჯერად, ვარსკვლავის გულშემატკივრებმა საკუთარი გამოძიება ჩაატარეს და მტკიცებულებები იპოვეს, რომლის მიხედვითაც ფოტო გადაღებულია არა ეპშტეინის სასახლეში, არამედ დემოკრატიული პარტიის საქველმოქმედო ღონისძიებაზე, რომელსაც მომღერალი შვილებთან ერთად დაესწრო.

აღსანიშნავია, რომ ეს ფოტოები იუსტიციის სამინისტრომ გამოაქვეყნა. მაიკლ ჯექსონთან გადაღებული ფოტოები ფინანსისტის ფოტოარქივშიც ინახება.

jepri-epshteini-3-1766385640.jpg
ბილ კლინტონი მეგობრებთან ერთად - ფოტო ჯეფრი ეპშტეინის არქივიდან

ჯეფრი ეპშტეინის სია არაერთ ცნობილ ადამიანს აერთიანებს. მათ შორის, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონიცაა.

untitled-1-1766399170.jpg

კლინტონის პრესსპიკერმა მოგვიანებით განაცხადა:

„ადამიანების ორი კატეგორია არსებობს. ისინი, ვინც არაფერი იცოდა და ეპშტეინთან კომუნიკაცია საქმის გამჟღავნებამდე შეწყვიტა და ისინი, ვინც ურთიერთობა მას შემდეგაც განაგრძო“, - განმარტა მან. კლინტონის პრესსპიკერის თქმით, ყოფილმა პრეზიდენტმა ეპშტეინის დანაშაულებრივი საქმიანობის შესახებ არაფერი იცოდა.

ეპშტეინთან მაიკლ ჯექსონის გარდა, მიკ ჯაგერი, დიანა როსი, კრის ტაკერი და სხვა ცნობილი ადამიანები მეგობრობდნენ.

jepri-epshteini-5-1766385678.jpg
მაიკლ ჯექსონი, ბილ კლინტონი, დაიანა როსი

ბევრ ფოტოზე ეპშტეინთან ერთად ჩანს გისლეინ მაქსველი, ბრიტანელი საზოგადო მოღვაწე, რომელიც შეერთებულ შტატებში გადავიდა საცხოვრებლად. მოგვიანებით გაირკვა, რომ მაქსველი ეპშტეინს არასრულწლოვანი გოგონების პოვნაში ეხმარებოდა.

2021 წლის დეკემბერში აშშ-ის სასამართლომ გისლეინი არასრულწლოვანთა სექსუალური ექსპლუატაციის ხელშეწყობასა და წაქეზებაში დამნაშავედ ცნო. ნაფიცმა მსაჯულებმა დაადგინეს, რომ 1994-დან 2004 წლამდე მან მინიმუმ ოთხი მოზარდი იპოვა, რომლებიც სექსუალურ აქტებში იძულებით იყვნენ ჩართულნი. მსხვერპლთა უმეტესობა 14 წლის იყო.

მხარდაჭერისთვის გისლეინმა ეპშტეინისგან მილიონობით დოლარი მიიღო. 2022 წლის ივნისში მაქსველს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

jepri-epshteini-6-1766385726.jpg
კრის ტაკერი და ბილ კლინტონი

ჯეფრი ეპშტეინის სიაში ბევრი სკანდალური ფიგურა შედიოდა. ყველაზე ხშირად კი იორკის ჰერცოგი ენდრიუ მაუნტბატენ-უინძორი იყო ნახსენები. უფრო კონკრეტულად, მისი სახელი ფაილებში 173-ჯერ გვხვდება. სკანდალის შემდეგ, მას ძალიან დიდი რეპუტაციული ზიანი მიადგა. პრინცი ენდრიუ არ იყო ბრიტანული არისტოკრატიის ერთადერთი წევრი, რომლის სურათებიც ფინანსისტის არქივში იპოვეს. მათ შორის იყო დედოფალ კამილას, პრინცესა დიანასა და იორკის ყოფილი ჰერცოგინიას, სარა ფერგიუსონის სურათები.

მასალებში ასევე წარმოდგენილია ნაომი კემპბელის, დევიდ ბექჰემის, ადელის, Rolling Stones-ის ფრონტმენის მიკ ჯაგერის, დაიანა როსის, მაიკლ ჯექსონის, კევინ სპეისის, კრის ტაკერის, ფიზიკოს სტივენ ჰოკინგის, აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის და Virgin Group-ის დამფუძნებლის რიჩარდ ბრენსონის ფოტოები.

აღსანიშნავია, რომ კონკრეტული ცნობილი ადამიანების დანაშაულში მონაწილეობის შესახებ ჯერჯერობით დადასტურებული არაფერია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მათ ეპშტეინთან სხვადასხვა დროს მეგობრობა აკავშირებდათ.

მთელი გუნდი ჰყავდა, რომელიც ქერა ლამაზმანებით და ბალერინებით ამარაგებდა - მეფე ჩარლზის უმცროსი ძმის სკანდალური ცხოვრების დეტალები, რომლებმაც მას ტიტული უკვე დააკარგინა
ლოლიტა ექსპრესი - პედოფილების კუნძული, სადაც არასრულწლოვანი მოდელები გავლენიანი მამაკაცების გასართობად დაჰყავდათ და მოდელი, რომელიც ამას შეეწირა