"სუნთქვის გაძნელება, ხმაურიანი სუნთქვა, ქოშინი, ცხელებას ვერ მართავენ და ამ სიმპტომებით ხვდებიან კლინიკაში... ორსულებში სერიოზულად და მძიმედ გრიპი მიმდინარეობს" – სპეციალისტი სეზონური ვირუსებისა და სიმპტომების შესახებ - მშობლები

"სუნთქვის გაძნელება, ხმაურიანი სუნთქვა, ქოშინი, ცხელებას ვერ მართავენ და ამ სიმპტომებით ხვდებიან კლინიკაში... ორსულებში სერიოზულად და მძიმედ გრიპი მიმდინარეობს" – სპეციალისტი სეზონური ვირუსებისა და სიმპტომების შესახებ

2025-12-22 10:59:28+04:00

ექიმი ინფექციონისტი, მალვინა ჯავახაძე, გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" სეზონური ვირუსებისა და დამახასიათებელი სიმპტომების შესახებ საუბრობს:

- კორონავირუსზე მეტად, ორსულებში სერიოზულად და მძიმედ გრიპი მიმდინარეობს. ამიტომაცაა, რომ პირველი რიგის ასაცრელ კონტინგენტში ორსულებია. გრიპის ვაქცინა ეფექტური, გამოცდილი, უსაფრთხო, დიდი ხნის ისტორიის მქონეა. ახლა უკვე ოთხკომპონენტიანია. მე, პირადად, რომლითაც პრეპანდემიური აფეთქების პერიოდში ავიცერი გრიპის ვირუსზე, ოთხკომპონენტიანი, რომელშიც ესეც შედის, H3, H1 და ორი B შტამი.

რატომ მოიმატა პაციენტების ჰოსპიტალიზაციამ? - ცხელებას ვერ მართავენ, იყენებენ ცხელების საწინააღმდეგო საშუალებას და პირიქით, უფრო მაღალი აქვთ. ზემო სასუნთქი გზების სრული დატვირთვა, სუნთქვის გაძნელება, ხმაურიანი სუნთქვა, ქოშინი აღენიშნებათ, სატურაცია დაბალი აქვთ. თითქოს, პნევმონიის ნიშნები აქვთ, მაგრამ ფილტვების ანთება არ აღმოჩნდება.

იხილეთ გადაცემა სრულად

ე.წ. ღორის გრიპს პირველი 2 დღე 38 გრადუსი ტემპერატურა ახასიათებს. ხანდახან - 40 გრადუსიც. სახსრების ძლიერი ტკივილი... წყლის მიღების სურვილი არ გაქვს... - რა სიმპტომები ახასიათებს ღორის გრიპს და როდის უნდა მივმართოთ ექიმს აუცილებლად