ოჯახური დასვენების დაგეგმვა ყოველთვის დიდი გამოწვევაა – საჭიროა ისეთი ადგილის მოძებნა, სადაც მშობლებიც და ბავშვებიც თავს კომფორტულად იგრძნობენ. კახეთი, თავისი ულამაზესი ბუნებითა და მისტიკური ატმოსფეროთი, ამ მხრივ განსაკუთრებულ შესაძლებლობებს გვთავაზობს. ყვარლის რეზორტი კი იმ იშვიათ ადგილებს შორისაა, რომლებიც ოჯახური დასვენების ყველა ასპექტს ითვალისწინებენ და დასვენებისთვის უნიკალურ გამოცდილებას ქმნიან.
ყვარლის რეზორტის უნიკალურობა მის მრავალფეროვნებაშია - აქ უძველესი ქართული სტუმართმოყვარეობის ტრადიციები და თანამედროვე ევროპული სტანდარტები ერთმანეთთან ბუნებრივად ერთიანდება. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია ოჯახებზე, რომლებიც დასვენებას შვილებთან ერთად გეგმავენ. ბავშვებისთვის შექმნილი უსაფრთხო სივრცეები, სათამაშო ზონები და მრავალფეროვანი გასართობი პროგრამა უზრუნველყოფს, რომ პატარებმა დაუვიწყარი დრო გაატარონ, ხოლო მშობლებს სრული სიმშვიდისა და კომფორტის განცდა ჰქონდეთ.
რატომ არის ყვარლის რეზორტი საუკეთესო არჩევანი ოჯახებისთვის?
ოჯახებზე ორიენტირებული ინფრასტრუქტურა - ყვარლის რეზორტი გამოირჩევა იმით, რომ აქ ყველა სერვისი და მთლიანად ინფრასტრუქტურა ოჯახების საჭიროებებზეა ორიენტირებული. სასტუმროს ნომრები სპეციალურად არის დაპროექტებული ისე, რომ თანაბრად კომფორტული იყოს როგორც ორი ადამიანისთვის, ისე მრავალწევრიანი ოჯახებისთვის. დიდი სივრცე, თანამედროვე აბაზანები და დამატებითი საწოლების განთავსების მოქნილი შესაძლებლობა, თქვენს ვიზიტს რეზორტზე მაქსიმალურად სასიამოვნოს გახდის.
უსაფრთხოება და სპეციალური შეთავაზებები პატარებისთვის - ყვარლის რეზორტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს უსაფრთხოებასა და გასართობ აქტივობებს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ რეზორტი ხშირად გვთავაზობს გამორჩეულ პირობებს ოჯახებისთვის, მათ შორის 6 წლამდე ბავშვებისთვის უფასო განთავსების შესაძლებლობას. ეს მიდგომა კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს რეზორტის მკაფიო აქცენტს ოჯახურ ტურიზმზე და მზადყოფნას, შექმნას კომფორტი ყველა ასაკის სტუმრისთვის.
ბუნებრივი გარემო, როგორც თერაპია - ტერიტორიის უნიკალური ბუნებრივი მდებარეობა კიდევ ერთი დიდი უპირატესობაა. ყვარლის ტბის პირას ყოფნას თავისთავად თერაპიის ეფექტი აქვს როგორც მშობლებისთვის, ისე ბავშვებისთვის. მთის სუფთა ჰაერი, ტბის წყალი და გამორჩეული ლანდშაფტი ქმნის იდეალურ გარემოს ბავშვებისთვის, რომლებიც ყოველდღიური ცხოვრების უმეტეს ნაწილს ჩაკეტილ სივრცეში ატარებენ. აქ კი მათ საშუალება აქვთ, დაუახლოვდნენ ბუნებას, დატკბნენ ულამაზესი პეიზაჟებით და მიიღონ ის ენერგია, რომელიც ჯანსაღი განვითარებისთვის ასე სჭირდებათ.

დასვენება კახეთში - რა შესაძლებლობებს გვთავაზობს ყვარლის ტბის რეზორტი?
დასვენება კახეთში, ყვარლის რეზორტზე, გულისხმობს აქტივობების ფართო სპექტრს, რომელიც სხვადასხვა ასაკისა და ინტერესების მქონე სტუმრებზეა გათვლილი. აქ განსაკუთრებით პოპულარულია წყლის ველოსიპედებით სეირნობა, რაც ბავშვებს გამორჩეულად უყვართ, რადგან მათში ეს აქტივობა ერთგვარი თავგადასავლის განცდას აღძრავს.
რეზორტს აქვს განვითარებული ინფრასტრუქტურა, რაც იმას ნიშნავს, რომ არასდროს იგრძნობთ ერთფეროვნებას მაშინაც კი, თუ სასტუმროს ტერიტორიიდან საერთოდ არ გახვალთ. აქ ფუნქციონირებს რამდენიმე რესტორანი, რომელიც გთავაზობთ როგორც ქართულ, ისე ევროპულ კერძებს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ოჯახებისთვის, რათა ბავშვებმა მრავალფეროვანი მენიუდან სასურველი კერძი მარტივად აარჩიონ.
ამ ტიპის მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურა და აქტივობები სრულად აკმაყოფილებს სტუმრების ინტერესებსა თუ საჭიროებებს. დილაობით ტბის მიმდებარედ სეირნობა, საღამოს ფოტოსესია ბუნების ფონზე, პანორამული ხედებით ტკბობა ტერასიდან და სეზონური ღონისძიებები ქმნის სრულყოფილ, ჰარმონიულ გამოცდილებას, რომელიც თითოეულ სტუმარს მეხსიერებაში სასიამოვნო მოგონებად მთელი წლის განმავლობაში რჩება.
განსაკუთრებული საახალწლო შეთავაზება ოჯახებისთვის
ყვარლის რეზორტი არა მხოლოდ ყოველდღიურ დასვენებას, არამედ განსაკუთრებულ დღესასწაულებსაც უნიკალურ თავგადასავლად აქცევს. სწორედ ამიტომ, წლის ბოლოს სტუმრებს შეუძლიათ ისარგებლონ სპეციალურად ოჯახებისთვის შექმნილი საახალწლო პაკეტით, რომელიც სრულად ეხმიანება რეზორტის ფილოსოფიას: კომფორტი, მრავალფეროვნება და ბავშვებზე ორიენტირებული გარემო.
31 დეკემბერს ახალი წლის ღამე ნიაზ დიასამიძის ცოცხალი მუსიკის ფონზე დაიწყება. საღამოს პროგრამა მდიდარია როგორც უფროსებისთვის, ისე ბავშვებისთვის: სახის მოხატვა, ოჩოფეხები, თოვლის ბაბუა და საჩუქრები პატარებს ნამდვილ ზღაპრულ თავგადასავალს აჩუქებს, ხოლო უფროსებს ელოდებათ ეკოსა და გიორგის ცოცხალი შესრულება, დრამერების შოუ და სადღესასწაულო ვახშამი.
1-ელ იანვარს დღესასწაული საახალწლო ბრანჩითა და ვახშმით გაგრძელდება, ხოლო ბედობის ღამეს ელენე კალანდაძე და ბენდი „ნიუტონი’’ გააფორმებს. პაკეტი მოიცავს 2 ღამით განთავსებას, სრულ კვებას და ყველა ღონისძიებაში მონაწილეობას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ 6 წლამდე ბავშვები სრულიად უფასოდ სარგებლობენ სერვისებით, ხოლო 6–12 წლის ასაკის ბავშვებისთვის შეღავათიანი ტარიფები მოქმედებს.
2 იანვრის დილა კი, რომელიც მრავალფეროვანი საუზმით დაიწყება, სავსე იქნება იმ განსაკუთრებული საზეიმო სიმშვიდით, რომელიც მხოლოდ კარგად გატარებულ დღეებს მოსდევს. ხშირად სწორედ ამ ატმოსფეროში ჩნდება სურვილი, კიდევ ცოტა ხნით დარჩე ადგილას, სადაც გამორჩეული დღეები გაატარე, თუმცა, გახსენდება, რომ დასასრული ყველა მოგზაურობას აქვს - ასეთ დროს სასტუმროს დატოვება მხოლოდ ფორმალობაა, რადგან განცდა, რომ ამ გამოცდილებას საკუთარ თავს კიდევ ერთხელ აუცილებლად აჩუქებ, მუდმივად თან გსდევს.
R