დიღომში, მშენებლობაზე 25 წლის მუშა დაიღუპა - "მთავარი" - მშობლები

დიღომში, მშენებლობაზე 25 წლის მუშა დაიღუპა - "მთავარი"

2025-12-22 12:12:29+04:00

დიღომში მშენებლობაზე დენის დარტყმის შედეგად 25 წლის მუშა დაიღუპა.

როგორც “მთავარი არხი“ ავრცელებს, შემთხვევა 21 დეკემბერს მოხდა. ახალგაზრდა კაცი ადგილზე გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში "მთავარს" უთხრეს, რომ გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.