თაფლი და ლიმონი ჩაიში თითქმის ყველა იმ თვისებას კარგავს, რაც მათში სასარგებლოა: "c ვიტამინის გადარჩენა მდუღარე წყალში მინიმალურადაა შესაძლებელი, თაფლი კი შაქრის თვისებებამდე დაგვყავს" - მშობლები

თაფლი და ლიმონი ჩაიში თითქმის ყველა იმ თვისებას კარგავს, რაც მათში სასარგებლოა: "c ვიტამინის გადარჩენა მდუღარე წყალში მინიმალურადაა შესაძლებელი, თაფლი კი შაქრის თვისებებამდე დაგვყავს"

2025-12-22 13:19:36+04:00

ბევრს უყვარს ლიმონიანი ჩაი, თაფლიანი ჩაი. ასეთი კომბინაციების მოყვარულებს ექიმი ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი მარი მალაზონია გადაცემაში"პირადი ექიმი მარი მალაზონია" საინტერესო რჩევებს აძლევს.

"ლიმონი ძალიან ბევრ სიკეთეს გვაძლევს, მაგრამ ფართო საზოგადოებამ იცის, როგორც c ვიტამინის ძალიან კარგი წყარო. მაგრამ c ვიტამინი არის ერთ-ერთი ძალიან არამდგრადი ვიტამინი, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ მზის პირდაპირი სხივების ქვეშ დავტოვებთ ლიმონს, ციტრუსს ან c ვიტამინის შემცველ ნებისმიერ პროდუქტს, დავკარგავთ 20-30 პროცენტს ამ ვიტამინისას.

თუ გაჭრილ ლიმონს ოთახის ტემპერატურაზე დავტოვებთ, რამდენიმემ საათში შეიძლება ვიტამინის ნახევარი დაიკარგოს. რაც შეეხება მდუღარე ჩაიში ლიმონის ნაჭერს, აღმოჩნდა, რომ c ვიტამინის თერმული მდგრადობა მაღალი არ არის და მისი გადარჩება მდუღარეში მინიმალური რაოდენობით არის შესაძლებელი.

იგივე კანონზომიერებაა გასათვალისწინებელი თაფლთან დაკავშირებითაც. მდუღარე წყალში ჩაშვებული თაფლი ძალიან ბევრ ღირსებას კარგავს. იწყება მისი კარამელიზაცია, რაც მოხდებოდა ჩვეულებრივი შაქრის ფხვნილის შემთხვევაში. გამოდის, რომ ყველა იმ თვისებას ვუკარგავთ, რაც თაფლს შაქრისგან განასხვავებს, დაგვყავს შაქრის თვისებებამდე." - ამბობს მარი მალაზონია.