ბრუკლინ ბექჰემმა მშობლები დაბლოკა სოციალურ ქსელში - ცნობილი რძალ-დედამთილის კონფლიქტის მორიგი შედეგი - მშობლები

ბრუკლინ ბექჰემმა მშობლები დაბლოკა სოციალურ ქსელში - ცნობილი რძალ-დედამთილის კონფლიქტის მორიგი შედეგი

2025-12-23 09:27:27+04:00

26 წლის ბრუკლინ ბექჰემმა, რომელიც თითქმის ერთი წელია არ ელაპარაკება მშობლებს, დევიდ და ვიქტორია ბექჰემებს, ისინი ინსტაგრამზე* დაბლოკა. ამის შესახებ მისმა უმცროსმა ძმამ, კრუზმა, საჯაროდ განაცხადა.

კრუზ ბექჰემმა თავის სთორიში Daily Mail-ის სტატიის სკრინშოტი გამოაქვეყნა, სადაც ამტკიცებდა, რომ ვიქტორიამ და დევიდმა ინსტაგრამზე მათი უფროსი ვაჟის, ბრუკლინის გამოწერა შეწყვიტეს. წყვილის უმცროსმა ვაჟმა ამ ინფორმაციას „მცდარი“ უწოდა და დასძინა, რომ ბრუკლინმა უბრალოდ დაბლოკა ის და მშობლები.

„დედაჩემი და მამაჩემი არასდროს შეწყვეტდნენ შვილის გამოწერას. მოდით, პირდაპირ ვთქვათ. მათ ერთხელ გაიღვიძეს და აღმოაჩინეს, რომ დაიბლოკნენ... ისევე, როგორც მე“, - წერს 20 წლის კრუზი.

original-4-1766467911.webp

original-5-1766467911.webp
ვიქტორია, კრუზ და დევიდ ბექჰემები

შეგახსენებთ, რომ ვიქტორია და დევიდ ბექჰემები, ასევე მათი უმცროსი შვილები, 23 წლის რომეო, კრუზი და 14 წლის ჰარპერი, არ ურთიერთობენ წყვილის პირმშოსთან, ბრუკლინ ბექჰემთან და მის მეუღლესთან, ნიკოლა პელცთან (რომელსაც ქორწილამდე კონფლიქტი ჰქონდა ცნობილ დედამთილთან). თავდაპირველად, ბრუკლინმა და ნიკოლამ დაიწყეს ოჯახური ღონისძიებების გამოტოვება, მათ შორის ვიქტორიას მოდის ჩვენება და დაბადების დღის წვეულება, დევიდის იუბილე და სხვა. TMZ-მა მალევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ პელცი ქმრის მშობლებს „ტოქსიკურად“ მიიჩნევს და რომ ცნობილი წყვილის ვაჟი ცოლის მხარეს იჭერს უარს ამბობს მათთან ურთიერთობაზე. ამასობაში, ბრუკლინ ბექჰემი ინარჩუნებს ახლო ურთიერთობას ცოლის ნათესავებთან, განსაკუთრებით სიმამრთან, მილიარდერ ნელსონ პელცთან: წყვილმა მთელი ზაფხული მის იახტაზე გაატარა. მეორე ქორწილში, რომელიც საგანგებოდ მოაწყო წყვილმა, ბექჰემები არ დაპატიჟეს. ნიკოლის მამამ კი ასევე ინვესტიცია ჩადო სიძის რესტორანში.

original-6-1766467911.webp
ბექჰემები კონფლიქტამდე

ცოტა ხნის წინ, ბრუკლინმა პირველად ისაუბრა ოჯახურ კონფლიქტზე და ნიკოლა თავის მთავარ მხარდამჭერად მოიხსენია.

ყველანი სისულელეებს წერენ, მყავს ერთგული ცოლი და ბედნიერები ვართ - ოჯახთან ნაჩხუბარი ბრუკლინ ბექჰემი კრიტიკოსებს გულახდილად პასუხობს
ქორწილის ფოტოები, რომელზეც ბრუკლინ ბექჰემმა საკუთარი ოჯახი არ დაპატიჟა - პატარძალმა დედამთილთან პირველად ქორწილში იჩხუბა და მეორე ქორწილი მის გარეშე გადაიხადა