ეს ფრაზები ბევრისთვის ნაცნობია და ვნახავთ, რატომ არ უწყობს ისინი ცოდნის მიღების მოტივაციას.
1. „ვისთის ვლაპარაკობ? მე ეს ყველაფერი ისედაც ვიცი“
ერთი შეხედვით, მასწავლებელს ყურადღების მიპყრობა სურს, მაგრამ შედეგი სრულიად საპირისპიროა. მოსწავლეები ამას ისე აღიქვამენ, თითქოს ისინი არ აფასებენ პედაგოგის შრომას და ცოდნას. ფრაზის მეორე ნაწილი კი აჩვენებს, რომ თვითონ მასწავლებლისთვისაც მოსაწყენია პროცესი.
უკეთესი ფორმულირება: „მოდით, ყურადღება მივაქციოთ საინტერესო ფაქტს (მომენტს, სიტუაციას).“
2. „რა სულელური კითხვაა!“
ამ სიტყვების ქვეტექსტი ასეთია: თუ ასეთ კითხვას სვამ, საკმარისად ჭკვიანი არ ხარ. ბავშვს შეიძლება უბრალოდ ცოდნა აკლდეს ან ყურადღება გაეფანტოს, მაგრამ პედაგოგს ტაქტის დაცვა ევალება. მსგავსი შენიშვნა ამცირებს ბავშვს და მომავალში მას კითხვების დასმის შიში უჩნდება.
ამის ნაცვლად მოსწავლე დუმილს ირჩევს და წინასწარ „კითხულობს“ მასწავლებლის რეაქციებს, რაც უკვე აზროვნების შეცდომაა. შედეგად ჩნდება უსუსურობის განცდა და სწავლაზე უარის თქმის სურვილი.
უკეთესი ფორმულირება: „ჩაინიშნე შენი კითხვა და გაკვეთილის შემდეგ მოდი, ერთად გავარჩიოთ.“
3. „ეცადე და ყველაფერი გამოგივა“
საკამათო ფრაზაა. ყველა ბავშვს არ აქვს ერთნაირად განვითარებული თვითდისციპლინა. ნებისყოფა ინდივიდუალურია.
შრომისმოყვარეობა მნიშვნელოვანია, მაგრამ ის არ არის წარმატების გარანტია. ბავშვი, რომელსაც მხოლოდ „ეცადე და გამოგივა“-ს ესმოდა, შეიძლება გაიზარდოს ადამიანად, რომელიც ყველაფერს აკეთებს ძალისხმევით, მაგრამ შედეგს ვერ ხედავს — იღლება, იწვება ემოციურად და საკუთარ თავს ადანაშაულებს.
უკეთესი ფორმულირება: „კონკრეტულად რა არ გამოგდის? როგორ შეგვიძლია, ერთად მოვძებნოთ გამოსავალი?“
4. „ასე თუ გააგრძელებ, ვერაფერს მიაღწევ“
ეს ფრაზა აყალიბებს უსუსურობის და უიმედობის განცდას. მასწავლებელს შესაძლოა მოტივაცია სურდეს, მაგრამ რეალურად ნეგატიურ რეაქციებს უყრის საფუძველს. სუსტი აკადემიური შედეგების უკან ხშირად დგას დაღლა, სტრესი ან პირადი სირთულეები.
უკეთესი ფორმულირება: „რა დაგეხმარება, რომ შედეგს მიაღწიო?“
5. „შილაკი და გაპრანჭვა ხომ კარგად იცით“
მოზარდობაში გარეგნობაზე ექსპერიმენტები ბუნებრივია. პედაგოგი, რომელიც ყურადღებას მხოლოდ გარეგნობაზე ამახვილებს, არასწორად იქცევა.
ეს ფრაზა ნეგატიური მაგალითია — ყურადღება მხოლოდ „ცუდზე“ კეთდება და ბავშვის პოტენციალი გაუფასურებულია.
უკეთესი ფორმულირება: „ასეთი მაკიაჟის გაკეთება მონდომებას მოითხოვს. ეს ნიშნავს, რომ ეს თვისება გაქვს და შეგიძლია სწავლაშიც გამოიყენო.“
6. „მომავალზე იფიქრე, შვილებიც ხომ უნდა გაზარდო“
მოზარდისთვის საკუთარი მშობლობის იდეა აბსტრაქტული და არარეალურია. ამასთან, ფრაზა თავს ახვევს შვილის ყოლის ვალდებულებას და პირად სივრცეში იჭრება. ასეთი სიტყვები არ შეიცავს რეალურ მოტივაციას.
უკეთესი ფორმულირება: „როგორ ფიქრობ, ეს ქცევა დაგეხმარება შენი მიზნების მიღწევაში?“
7. „შენს გამო ახლა მთელი კლასი საკონტროლოს წერს“
ერთი მოსწავლის საქციელი არ უნდა გადაიტანოს მთელ კლასზე. ასეთმა მიდგომამ შეიძლება კლასში აგრესია და ბულინგიც კი გამოიწვიოს. განსაკუთრებით მგრძნობიარე ბავშვებში ეს აყალიბებს განცდას, რომ ისინი სხვების პრობლემების მიზეზები არიან.
უკეთესი მიდგომა: სწავლების პროცესი და დისციპლინური საკითხები ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს.
8. „უმაღლესი განათლების გარეშე ვერაფერს მიაღწევ“
ეს აზრი წარსულში აქტუალური იყო, მაგრამ დღეს მოძველებულია. წარმატების გზები მრავალფეროვანია და უნივერსიტეტი ერთადერთი ვარიანტი აღარ არის. უფრო მნიშვნელოვანია სწავლისადმი მუდმივი დამოკიდებულების ჩამოყალიბება.
უკეთესი ფორმულირება: „თუ გინდა, შენი პროფესია სიღრმისეულად შეისწავლო, უმაღლესი განათლება ერთ-ერთი გზაა.“
9. „თქვენ ჩემი ყველაზე ცუდი კლასი ხართ“
შედარება ბავშვებისთვის საზიანოა. ეს იწვევს სირცხვილს, იმედგაცრუებას და სწავლისადმი ინტერესის დაკარგვას. პედაგოგიკაში ერთ-ერთი მთავარი წესი ასეთია — ბავშვების ერთმანეთთან შედარება არ შეიძლება.
უკეთესი ფორმულირება: „ახლა უნდა მოვინდომოთ, შედეგები გამოვასწოროთ და ისევ საუკეთესო კლასი გახდებით.“
10. „იმედი გამიცრუე“
ეს ფრაზა აყალიბებს განცდას, რომ ბავშვი პრობლემაა. ჩნდება სირცხვილი და საკუთარი თავის მუდმივი დადანაშაულება.
უკეთესი ფორმულირება: „შენ მეტი შეგიძლია. რა დაგეხმარება, რომ ეს შეძლო?“
11. „ზარმაცი ხარ!“
ეს არის იარლიყის მიწებება და პიროვნების შეფასება, რაც დაუშვებელია. თუ ბავშვს ხშირად ეუბნებიან, რომ ზარმაცია, ის ამას ირწმუნებს და საკუთარ თავში ამ როლს გაიმყარებს.
უკეთესი ფორმულირება: „მე შენ მჯერა. როგორ დაგეხმარო დავალების შესრულებაში?“
12. „პოტენციალი გაქვს, რატომ არ იყენებ?“
„რატომ“ ხშირად დამადანაშაულებლად ჟღერს. შექება სხვა ფორმით უნდა გამოიხატოს.
უკეთესი ფორმულირება: „შენ დიდი პოტენციალი გაქვს. როგორ ფიქრობ, როგორ შეგიძლია მისი გამოყენება?“
13. „თავი რატომ არ დაგრჩა?“
ეს ფარული შეურაცხყოფაა და ბავშვის გონებრივ შესაძლებლობებს აკნინებს.
უკეთესი ფორმულირება: „შემდეგ ჯერზე, აღარ დაგავიწყდეს (რვეული, წიგნი, კალამი).“
14. „ის რომ ფანჯრიდან გადახტეს, შენც მიჰყვები?“
გაბრაზებულზე ნათქვამი მსგავსი ფრაზები თანამედროვე სკოლაში დაუშვებელია და პროფესიონალიზმის ნაკლებობაზე მიუთითებს.
უკეთესი ფორმულირება: „დაეყრდენი საკუთარ გადაწყვეტილებას. თუ გაგიჭირდება, დაგეხმარები.“