მაღალი ინტელექტი ადამიანს ანალიზისა და სიტუაციის სიღრმისეულად გაგების უნარს აძლევს. ეს აშკარაა როგორც მათემატიკური ამოცანების ამოხსნისას, ასევე რთული, ცხოვრებისეული გამოწვევების გადაჭრის შემთხვევაშიც.
ინტელექტის "გავარჯიშება" კი სრულიად შესაძლებელია. ამისათვის, არაერთი ლოგიკური ამოცანა, ტესტია შექმნილი, რომლებიც შეგვიძლია, პერიოდულად ვნახოთ და საკუთარი შესაძლებლობები გამოვცადოთ.
დღეს ერთ საინტერესო ტესტს გაგიზიარებთ. სურათზე ასანთის ღერებით შედგენილ ამოცანას ხედავთ: 3 + 3 = 8. ცხადია, ეს მოქმედება არასწორია.

თქვენი ამოცანაა, ასანთის მხოლოდ ორი ღერის გადაადგილებით სწორი მაგალითი მიიღოთ. ბუნებრივია, რიცხვებიც და ჯამიც შეიძლება, შეიცვალოს. თუმცა, კიდევ ერთხელ, ასანთის მხოლოდ ორი ღერის შეცვლით, სწორი ტოლობა უნდა მიიღოთ.
