ნუკი კოშკელიშვილი მეორე შვილის დედა გახდა. მას და მის ამერიკელ მეუღლეს, ბენს, მეორე ვაჟი შეეძინათ. ბიჭუნას შიო დაარქვეს. ამის ამსახველი პოსტი ნუკიმ ინსგატრამზე გამოაქვეყნა.
"შიო რიუვენ ხაიმი 22.12.2025" - დაწერა ნუკიმ და სამშობიაროდან ფოტოებიც გაასაჯაროა.


როგორც ცნობილია, ეს ნუკისთვის მესამე ფეხმძიმობა იყო. უფროსი შვილის, ოლივერის გაჩენის შემდეგ მეორე ორსულობა შეუწყდა. არც მესამე ორსულობა იყო მარტივი. "ისეთი ტოქსიკოზი მქონდა პირველი სამი თვე, თუ გადავრჩებოდი, არ მეგონა. როგორც იცით, მომეშალა წინა ორსულობისას და ვფრთხილობდი, ვცდილობდი წინასწარ არ გამეხარებინეთ", - ამბობდა ნუკი.
სხვათა შორის, ნუკიმ ორსულობისას ბავშვის სახელის შესარჩევად ვარიანტების დასახელება გამომწერებსაც სთხოვა.
"ბევრნი ხართ და თქვენი იმედი მაქვს, რაც კი გეგულებათ ქართული - ძველი, ახალი, უცნაური, არაუცნაური, ბიჭის ტრადიციული სახელი, სულ რომ იფიქროთ, ამას არ შეხედავსო, ყველაზე, ყველაზე უცნაური ან ტრადიციული, ბიჭის სახელები ჩამომიწერეთ. რაც მოგწონთ ან პირიქით, არ მოგწონთ, ყველაფერი ჩამომიწერეთ." - თქვა ნუკი კოშკელიშვილმა.
მიმართვას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ბევრმა ეს ხუმრობად აღიქვა და შესაბამისი, მათ შორის, გამოგონილი სახელები ურჩია. ბევრმა კი ნუკის ძველი ქართული ცნობილი თუ ნაკლებად ცნობილი სახელები დაუწერა. მათ შორის იყოს შიოც.