"იბრძოლა, რომ ემიგრაციიდან ჩამოსულ დედას, ცოცხალი დახვედროდა... ნახა დედა და 3 წუთში დაიღუპა" - თბილისში ავარიას 20 წლის გოგონა ემსხვერპლა - მშობლები

"იბრძოლა, რომ ემიგრაციიდან ჩამოსულ დედას, ცოცხალი დახვედროდა... ნახა დედა და 3 წუთში დაიღუპა" - თბილისში ავარიას 20 წლის გოგონა ემსხვერპლა

2025-12-23 18:50:28+04:00

ტრაგედია დატრიალდა თბილისში. 20 წლის გოგონა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა.დაღუპული ახალგაზრდა ნინი ბურდულია.ის და მისი მეგობრები სამი დღის წინ მამკოდის გზაზე ავარიაში მოყვნენ.

  • ოთხივე დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს. ნინის სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები აღმოაჩნდა. სამწუხაროდ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

"საშინელება ტრიალებს, უკარგესი გოგომა დავკარგეთ, ფერიასავით გოგო. სამი დღის წინ მოხდა ეს ავარია მამკოდის გზაზე, მანქანა რამდენჯერმე ამოტრიალდა, ნინი მანქანიდან გადმოვარდა. კლინიკაში იყო, მაგრამ ვერ გადარჩა. განაგრძეთ კითხვა

ნინის კლასელები, მეგობრები და ნათესავები ემშვიდობებიან.

nini1-1766502733.png

"შვილები არ უნდა მიდიოდნენ დედებზე ადრე ამ ქვეყნიდან... ნინი ბურდული - ჩვენი კლასის მფარველი ანგელოზი. საუკუნოდ იყოს ხსენება შენი".

"კლასელს რომ კარგავ, თითქოს ბავშვობა მთავრდება.
ფრთები შეისხი? - შენებურია.
“ერთხელ მტრედმა მოუტანა ფრთები, დამტოვა და ღრუბელს გაჰყვა ცადა…”
ანგელოზებთან შევხვდებით, შენ თვითონ ანგელოზო.
ნინი ბურდულის ნათელ სულს გაუმარჯოს!"
"ჩემო სიფრიფანა გოგო. მეგობარს ვერ დაგიძახებ ვერასდროს. შენი ჩემი ოჯახის უმთავრესი წევრი იყავი და იქნები სამუდამოდ. როცა მეკითხებოდნენ, ნინი ვინ არის შენთვისო, მხოლოდ ერთი პასუხი მქონდა - “ჩემი ბავშვობაა”. როგორ ვიცხოვრო შენ გარეშე, ნინ, როგორ გავუძლო უშენობას".