მომზადებული კორჟიკები შეგიძლიათ მეორე დღეს სკოლაშიც გაატანოთ სკოლის ბუფეტებიდან ყველას გვახსოვს ნამცხვარი კორჟიკი. ის დღესაც იყიდება და ბავშვებში კვლავ პოპულარობით სარგებლობს. დაგვეთანხმებით, რომ ბუფეტსა და საცხობში ნაყიდს ყოველთვის სახლში გამომცხვარი ჯობია. ჯერ ერთი, უფრო სასარგებლოა, მეორეც, თუ ბავშვსაც დაიხმარებთ, ძალიან შინაარსიანი ერთობრივი შრომითი საათი გამოგივათ. თქვენ თუ არა, ამ თანამშრომლობით ბავშვი აუცილებლად კმაყოფილი დარჩება. მომზადებული კორჟიკები კი შეგიძლიათ მეორე დღეს სკოლაშიც გაატანოთ.
დაგჭირდებათ:
100 გრამი კარაქი
200 გრამი შქარი
1 კვერცხი
1 კვერცხის გული
2 ჩ.ჭ. ფქვილი
100 მლ რძე
1 ჩ.კ. სოდა
ვანილი
კვერცხისა და შაქრისგან გააკეთეთ გოგლი-მოგლი. დაამატეთ დარბილებული კარაქი, რძე, ვანილი, სოდა და ფქვილი.
მოზილეთ ცომი და გააბრტყელეთ. ხელებზე არ უნდა გეკრობოდეთ. დაჭერით ფორმებად (ან ბავშვებს დააჭრევინეთ). თუ ფორმები არ გაქვთ, რგოლებად. დააწყვეთ ლანგარზე, გადაუსვით ერთ კოვზ რძეში გახსნილი კვერცხის გული და გამოაცხვეთ.