„18 წლისა მოხვდა ანსამბლში, იქვე გაიცნო თენგიზი... ძალიან მორიდებული ადამიანი იყო და ყველას უყვარდა... ამ ქალის მხრებზე ბევრმა რამემ გადაიარა" - გარდაიცვალა ცნობილი მოცეკვავე, ნინო და ილიკო სუხიშვილების დედა ინგა თევზაძე - მშობლები

„18 წლისა მოხვდა ანსამბლში, იქვე გაიცნო თენგიზი... ძალიან მორიდებული ადამიანი იყო და ყველას უყვარდა... ამ ქალის მხრებზე ბევრმა რამემ გადაიარა" - გარდაიცვალა ცნობილი მოცეკვავე, ნინო და ილიკო სუხიშვილების დედა ინგა თევზაძე

2025-12-24 12:17:55+04:00

ნაციონალური ანსამბლი სუხიშვილები სამწუხარო ამბავს ავრცელებს - გარდაიცვალა ცნობილი მოცეკვავე, ილიკო და ნინო სუხიშვილების დედა ინგა თევზაძე.

„ჩვენს დიდ ოჯახს გამორჩეული წევრი გამოაკლდა - საქართველოს სახალხო არტისტი, ანსამბლის ბალეტმეისტერი - ქალბატონი ინგა თევზაძე.
ინგა თევზაძის სილამაზე მხოლოდ მის გარეგნობაში არ გამოიხატებოდა: მისი კეთილშობილება, სიბრძნე, დახვეწილობა ყველას აჯადოებდა. ასეთი ადამიანები უხმაუროდ ტოვებენ დიდ კვალს და რჩებიან ჩვენს გულებში, მეხსიერებაში და ანსამბლის ისტორიაში.
ვუსამძიმრებთ ნინო და ილიკო სუხიშვილებს დედის გარდაცვალების გამო; ასევე ახლობლებს და მის მთავარ ოჯახს - ქართულ ნაციონალურ ბალეტს.
ნათელში იყოს მისი სული.
---
პანაშვიდი: 25 და 26 დეკემბერი, 17:00სთ-დან
დაკრძალვა: შაბათს, 27 დეკემბერს 14:00სთ
მისამართი: ი. აბაშიძის ქუჩა 21"
წლების წინ გარდაიცვალა ინგას მეუღლე, თენგიზ სუხიშვილი.
როგორც ნინო სუხიშვილი იხსენებს, 18 წლისა მოხვდა ანსამლში ინგა, ბათუმში ნახეს დიდმა ილიკომ და ნინომ და მოეწონათ. იქვე შეხვდა მომავალ მეუღლეს. ნინო სუხიშვილის თქმით, ინგა რომ არა, დღეს ანსამბლიც არ იარსებებდა და მის მხრებზე გადაიარა ბევრმა რამემ.

10644432-700423533360854-796720177341191318-o-65436-1766565540.jpg

601846416-1396404435183676-5848934832752958976-n-1766565540.jpgsukhishvilebi-238-1766565541.jpglomsadze-4-1766565541.jpg119780111-3317672444981603-1427091818202166930-n-65519-1766565540.jpg