„დილის 5 საათზე დამეწყო ტკივილები... უცბად მაკიაჟი გავიკეთე... მას მერე, რაც გავყუჩდი, დაიწყო არხეინად გართობა, ვიცინეთ კიდეც" - ნუკი კოშკელიშვილი - მშობლები

„დილის 5 საათზე დამეწყო ტკივილები... უცბად მაკიაჟი გავიკეთე... მას მერე, რაც გავყუჩდი, დაიწყო არხეინად გართობა, ვიცინეთ კიდეც" - ნუკი კოშკელიშვილი

2025-12-24 14:11:13+04:00

ნუკი კოშკელიშვილი 22 დეკემბერს მეორე შვილის დედა გახდა. მას და მის ამერიკელ მეუღლეს, ბენს, მეორე ვაჟი შეეძინათ. ბიჭუნას შიო რიუვენი დაარქვეს.

ნუკი წერს:

„დილის 5 საათზე დამეწყო ტკივილები, არ მოგატყუებთ, მეგონა, ამასაც წინა ორსულობის მსგავსად დაჩქარებით გავაჩენდი. ვითმინე გათენებამდე, გამთენიისას ბენსაც გავაგებინე და დავიწყეთ ათვლა. ამერიკაში რეკომენდაცია მიხვიდე სამშობიაროში თუ:
ა) დაღვარე წყლები
ბ) გაქვს 5 წუთში ერთხელ ტკივილები ერთი საათის განვმალობაში
გ) ტკივილი გაქვს ისეთი, რომ საუბარი გიჭირს.
რომ გათენდა, ბენი გავუშვი სამსახურში. უცბად გადავივლე, თმა დავივარცხნე, მაკიაჟი გავიკეთე და ვეცი შეკვეთებს, რომ ჩამორჩენა და დაგვიანება არ გვქონოდა. ბოლო შეკვეთებზე უკვე ვყმუოდი და ბენს დავურეკე, მალევე მოვიდა და წავედით.
უცნაურია, კვდები ტკივილისგან და დარდობ ხომ არ წამოიყვანე ქმარი ტყუილად სამსახურიდან, ტყუილად ხომ არ მოვედი სამშობიაროში, ამდენი ადამიანი შევაწუხე, თუ მარტო მე მჭირს ეს?
გასინჯვის მერე დამიდასტურეს, კიდევ კაი მოხვედიო... მოვედი და დავრჩი.
ეპედურალურ გაყუჩებას მე დიდ რეკომენდაციას ვუწევ, მას მერე, რაც გავყუჩდი, დაიწყო არხეინად გართობა, ვიცინეთ კიდეც, ვიხუმრეთ კიდეც და ბოლოს შიოც გავიცანით.
ვლოგს ვიღებ და სახლში რომ მივალ, აუცილებლად დავდებ ამ დღეებში, ახლა კვლავ სამშობიაროში ვარ, ბენს სძინავს, შიო ჭამს, მე კიდევ ორი წუთი მოვნახე, რომ მოგაყაროთ ფოტოები. ყველას დიდი მადლობა მოლოცვისთვის და გულშემატკივრობისთვის".
604791863-18548921725044478-6253822987196292912-n-1766572016.jpg
605993574-18548921695044478-4561297213313262195-n-1766572017.jpg605832210-18548921686044478-5599056522081138777-n-1766572017.jpg605673461-18548921716044478-1665827489013141290-n-1766572017.jpg605633397-18548921644044478-8810236793904734772-n-1766572017.jpg605156211-18548921674044478-1526243140271020800-n-1766572016.jpg604910973-18548921662044478-1613382682843400059-n-1766572016.jpg