"რუსუდან! დღეს გალას დაბადების დღეა, 4 წლის გახდა... და რა სამწუხარო გახდა ეს დღე..!" - გიორგი გასვიანი - მშობლები

"რუსუდან! დღეს გალას დაბადების დღეა, 4 წლის გახდა... და რა სამწუხარო გახდა ეს დღე..!" - გიორგი გასვიანი

2025-12-24 16:30:38+04:00

დღეს მომღერალ ანრი ჯოხაძის დედა, კომპოზიტორი რუსუდან ჩხაიძე გარდაიცვალა. ამ სამწუხარო ამბავს ანრის მეგობარი და კოლეგა გიორგი გასვიანი სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"რუსუდან! დღეს გალას დაბადების დღეა, 4 წლის გახდა... და რა სამწუხარო გახდა ეს დღე..!
გალა შენ ძალიან გიყვარდა ისევე, როგორც ყველა ბავშვი! და რამდენი საოცარი საბავშვო სიმღერა გაქვს დაწერილი! როგორი დედა იყავი, ან ბებია, ან შენი შვილების მეგობრებისთვის საყვარელი ადამიანი - ამაზე აღარც დავხარჯავ სიტყვებს! როგორი იუმორით სავსე ადამიანი!
როგორი კომპოზიტორი! როგორ გიყვარდა ადამიანები და მთელი სამყარო".
604572740-3273352109488014-8628162689803437442-n-1766580251.jpg