საცოლე ქორწილამდე მიატოვა, რომ სხვაზე ექორწინა... - ამბები ცნობილ თურქ მსახიობზე და მის საყვარელ ქალზე, რომელიც წარმოშობით კავკასიელია - მშობლები

საცოლე ქორწილამდე მიატოვა, რომ სხვაზე ექორწინა... - ამბები ცნობილ თურქ მსახიობზე და მის საყვარელ ქალზე, რომელიც წარმოშობით კავკასიელია

2025-12-24 17:17:32+04:00

თურქული სერიალების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მსახიობი და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქალ მაყურებლებს შორის - ბურაკ ოზჩივიტი, დღეს 41 წლის გახდა. ერთ დროს ქალების გულთამპყრობელი, რომლის რომანებზეც გამუდმებით წერდა პრესა, ახლა ერთგული ქმარი და შესანიშნავი მამაა. სწორედ ოჯახთან ერთად აღნიშნა ეს დღე...

ბურაკი 1984 წლის 24 დეკემბერს დაიბადა სტამბოლში. მამამისი ბიზნესმენი იყო და ხშირად დადიოდა მივლინებებში. ბურაკს ძირითადად დედა ზრდიდა. როგორც იხსენებს, სახლში ყოფნა და კინოს ყურება უყვარდა ყველაზე მეტად. მისი საყვარელი პერსონაჟი ბეტმენი იყო და მას რომ დამსგავსებოდა, სპორტით იყო დაკავებული - ფეხბურთით და ტრენაჟორებით. სამომავლო პროფესიაც ადრევე აირჩია - მსახიობობა.

კარგი გარეგნობის გამო თავიდანვე აქცევდნენ ყურადღებას და სამოდელო ბიზნესშიც ადრეულ ასაკში ჩაერთო.

2003 წელს "თურქეთის საუკეთესო მოდელის" ტიტული მოიპოვა, ხოლო 2005 წელს მეორე ადგილზე გავიდა კონკურსზე "მსოფლიოს საუკეთესო მამაკაცი მოდელი". 2006 წლიდან მოხვდა კინოსა და ტელევიზიაში და გავარსკვლავდა კიდეც მალე.

aqafq3ydhanq5qknzh0dthdoa12nfizkqv6kowzkyeidx5h6u6ne8rbptgdkfxla09cwhqzughtgp30ylw9soby-e9c-1766583161.jpg

საკმაოდ ბევრი სერიალი თუ ფილმი დაგროვდა მის ანგარიშზე, ისევე, როგორც - რომანები. ხშირად წერდნენ მის სასიყვარულო ურთიერთობებზე.

59345s3-1766583161.jpg

თუმცა ბოლოს ოფიციალურ საცოლედ - მოდელი მდიდარი და გავლენიანი ოჯახიდან, ჯეილან ჩაპა იქცა. ქორწილიც დაიგეგმა და ყველა ელოდა ამ ამბის დაგვირგვინებას, თუმცა...

1200x720-0xhtg5ypa0-1430896149111544517-1766583160.jpg

სწორედ იმ პერიოდში ბურაკი "ნარჩიტას" რიმეიქში სათამაშოდ მიიწვიეს. უკვე ცნობილი მსახიობი ძალიან მოიხიბლა ჯერ შედარებით უცნობი კოლეგით - ფაჰრიე ევჯენით. ისე შეუყვარდა გოგონა, საცოლეს დაშორდა, ყველაფერი გააუქმა და ფაჰრიესთან გააბა რომანი.2015 წელს გამოაცხადა, რომ ფაჰრიე უყვარდა. 2016 წელს ოფიციალურად სთხოვა ხელი.

6b799942aeaa72dc4b23ec718ce1115f-1766583160.jpg

რაც შეეხება ფაჰრიეს, ის1986 წლის 4 ივნისს დაიბადა გერმანიაში, დიუსელდორფთან ახლოს ქალაქ ზოლინგენში. მამა თურქია, რომელიც საბერძნეთის ქალაქ სალონიკიდან ცხოვრებისეული გარემოებების გამო გერმანიაში წავიდა ემიგრაციაში. დედა კი - კავკასიელია, ჩერქეზი. ფაჰრიე ყველაზე უმცროსია ოთხ ქალიშვილს შორის. ბავშვობა გოგონებს არც ისე ბედნიერი ჰქონდათ. 1990-იან წლებში გერმანიაში ნეონაციონალისტები აპროტესტებდნენ მიგრანტების მასობრივ მიდინებას, რაც მათ სამუშაო ადგილების დაკარგვითაც ემუქრებოდა ხოლმე. ამან გამოიწვია ის ძალადობის აქტები, რაც იმ წლებში მოხდა.

ზოლინგენში ხანძარი გერმანელი თურქებისთვის მძიმე პერიოდის პიკი იყო: 1993 წლის მაისში ხანძარს ერთი თურქული ოჯახის ხუთი წევრი ემსხვერპლა, 14-მა თურქმა მძიმე ტრავმები მიიღო. ეს ფაქტები სამუდამოდ დაამახსოვრდა ფაჰრიეს, რომელიც მაშინ ოჯახთან ერთად სახლის სარდაფში იმალებოდა, ნაციონალისტებს რომ არ ეპოვათ და არ მოეკლათ.გერმანიაში ამ მოვლენებს ანტიქსენოფობიური მიტინგების ტალღა მოჰყვა, ხანძრის მომწყობები დასაჯეს. თანდათან სიტუაცია დალაგდა და დებმა ევჯენებმაც მშვიდად განაგრძეს სკოლაში სიარული.

ფაჰრიე განსაკუთრებული ნიჭიერებითა და შრომისმოყვარეობით გამოირჩეოდა. ისწავლა რამდენიმე ენა, მათ შორის, მშობლიურ თურქულ ენაზეც თავისუფლად საუბრობდა. კალათბურთის გუნდშიც იყო, თეატრალურ სტუდიაშიც მუდმივად იყო დაკავებული. კითხვაც ძალიან უყვარდა. სკოლის დამთავრების შემდეგ კი დიუსელდორფის უნივერსიტეტში სოციოლოგიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტზე ჩააბარა.

2005 წელს დედასთან ერთად სტამბოლში ჩავიდა არდადეგების გასატარებლად და ასე შეიცვალა მისი ბედი. ლამაზი გოგონა ტელესტუდიის თანამშრომლებმა შენიშნეს და კინოსინჯებზე მიიწვიეს. როლზეც მალევე დაამტკიცეს და დაიწყო მისი თავბრუდამხვევი კარიერა ფილმებსა და სერიალებში. 19 წლისა სულაც გადასახლდა თურქეთში, ბოსფორის უნივერსიტეტში გადაიტანა საბუთები და წარმატებითაც დაასრულა, ისტორიკოსის დიპლომით.

253420431-4323844644359107-2580327669890103219-n-1766583610.jpg

2013 წელს შეასრულა როლი, რომლითაც ნამდვილ ვარსკვლავად იქცა - "ნარჩიტა - მომღერალი ჩიტი" მისთვის წარმატების მომტანი აღმოჩნდა არა მარტო კარიერული თვალსაზრისით. არამედ აქ გაიცნო მომავალი ქმარი, რომელთან მისი დუეტიც ყველაზე ლამაზ ეკრანულ წყვილად აღიარეს.

252553281-1114039302748536-7096675830235198255-n-1766583610.jpg

2017 წელს წყვილმა გრანდიოზული ქორწილი გადაიხადა. 500-კაციანი ქორწილი საიდ ჰაილმ ფაშას რეზიდენციაში - სტამბოლის ისტორიულ ნაგებობაში შედგა, ბოსფორის სანაპიროზე.

480x497-0xc0a8399a-6778248171498816382-1766583160.jpeg

წყვილს დღეს ორი შვილი ჰყავს და ბედნიერი ქორწინება აქვს.

1440x1800-0xxvjtu5xm-2462188388191599119-1766583160.jpg1440x1670-0xvjk9gr3l-6182222288981924797-1766583160.jpg