ბრედლი კუპერმა სუპერმოდელ ჯიჯი ჰადიდს ხელი სთხოვა - სადედამთილომ სარძლო მოიწონა და გადაწყვეტილება მიღებულია - მშობლები

ბრედლი კუპერმა სუპერმოდელ ჯიჯი ჰადიდს ხელი სთხოვა - სადედამთილომ სარძლო მოიწონა და გადაწყვეტილება მიღებულია

2025-12-24 17:46:42+04:00

ბრედლი კუპერი და ჯიჯი ჰადიდი ქორწილისთვის ემზადებიან — ამის შესახებ Daily Mail იუწყება. გამოცემის ცნობით, 50 წლის მსახიობმა 30 წლის სუპერმოდელს ხელი სთხოვა და წყვილი ქორწინებას 2026 წელს გეგმავს.

როგორც წყაროები ამბობენ, კუპერმა უკვე გაანდო ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება დედას — გლორია კამპანოს. გამოცემასთან საუბარში ინსაიდერმა აღნიშნა, რომ დედა–შვილი ძალიან ახლო ურთიერთობაშია და მსახიობი ყველა მნიშვნელოვან ნაბიჯს მასთან ათანხმებს.

ამავე ინფორმაციით, ჯიჯი ჰადიდმა წინასწარ იცოდა მოახლოებული ნიშნობის შესახებ და დედასთან, იოლანდა ჰადიდთან, ასევე მამასთან — მოჰამედ ჰადიდთან — განიხილავდა, გახდეს თუ არა მისის კუპერი. წყაროს თქმით, დედა ამ გადაწყვეტილებას ბუნებრივ ნაბიჯად მიიჩნევს, თუმცა ის ფაქტი, რომ ჯიჯიმ მამას პირდაპირ უთხრა, რომ ბრედლიზე დაქორწინება სურს, უკვე ბევრად უფრო სერიოზულ და ოფიციალურ ეტაპზე გადასვლას ნიშნავს.

gigibradleylead-4c01b103787d4b8587323a1b51458510-1766584274.jpg

ხმები იმის შესახებ, რომ კუპერი საყვარელ ქალს ხელს სთხოვდა, ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს გავრცელდა. მაშინ ინსაიდერები ჟურნალისტებს უყვებოდნენ, რომ მსახიობი „ქორწინებასა და შვილებზე ფიქრობდა ჯიჯისთან ერთად“. მალევე მოდელმა დაბადების დღე კუპერთან ერთად აღნიშნა და ორი წლის განმავლობაში პირველად გამოაქვეყნა მათი ერთობლივი ფოტო სოციალურ ქსელში — სადაც მის არათითზე ბეჭედიც შეამჩნიეს. ამის შემდეგ ჰადიდი რამდენჯერმე გამოჩნდა კუპერის ქალიშვილთან ერთად, რომელიც მსახიობს მოდელ ირინა შეიკისგან ჰყავს.

screenshot-2025-12-24-174545-1766584294.png

ბრედლი კუპერი და ჯიჯი ჰადიდი 2023 წლიდან ერთად არიან. „ოსკარის“ ნომინანტ მსახიობს წარსულში ხანმოკლე ქორწინება ჰქონდა მსახიობ ჯენიფერ ესპოზიტოსთან, ხოლო ირინა შეიკთან ურთიერთობიდან ჰყავს ქალიშვილი — ლეა. ჯიჯი ჰადიდი კი ზრდის ქალიშვილ ჰაის, რომელიც მომღერალ ზაინ მალიკთან შეეძინა. დაგეგმილი ცერემონია ჯიჯისთვის პირველი ოფიციალური ქორწინება იქნება.

screenshot-2025-12-24-174606-1766584315.png

ცნობილ ტოპ-მოდელს, რომელიც დიდი ხანია იტანჯება იშვიათი მემკვიდრული დაავადებით, მდგომარეობა გაურთულდა - ბელა ჰადიდი ფოტოებს აქვეყნებს
ჯიჯი ჰადიდის ახალი სიყვარული, ოჯახის წევრები, რომლებსაც მძიმე დაავადება აქვთ და შვილი, რომელსაც ძიძის გარეშე ზრდის - ამბები ვიქტორია სიქრეთის ვარსკვლავზე