ხუთდღიანი გართობა, პატარძლის 10 კაბა და დისგან საჩუქრად მოძღვნილი იახტა - ცნობილი ჩოგბურთელი ვენუს უილიამსის გახმაურებული ქორწილის დეტალები - მშობლები

ხუთდღიანი გართობა, პატარძლის 10 კაბა და დისგან საჩუქრად მოძღვნილი იახტა - ცნობილი ჩოგბურთელი ვენუს უილიამსის გახმაურებული ქორწილის დეტალები

2025-12-24 17:54:49+04:00

45 წლის ვენუს უილიამსი, მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი და ასევე ცნობილი ჩოგბურთელის - სერენა უილიამსის და, თავის შეყვარებულზე, 37 წლის მსახიობ ანდრეა პრეტიზე დაქორწინდა. წყვილმა მდიდრული ქორწილი გასულ შაბათ-კვირას ფლორიდის შტატის ქალაქ პალმ-ბიჩში აღნიშნა და ცერემონიის ფოტოები უკვე გავრცელდა ინტერნეტში.

1080x1427-0x3wp0370o-6012228301864112893-1766585897.jpg1080x1350-0xlq6h04hp-0709057420633253365-1766585896.jpg

1080x1350-0xjl5ozbs1-8451593875549555456-1766585896.jpg

როგორც ირკვევა, წყვილი პირველად 18 სექტემბერს, იტალიაში, ახლო მეგობრების მცირე ჯგუფში დაქორწინდა. წლევანდელი ცერემონია კი თავისი პომპეზურობით გამოირჩეოდა: საქორწილო ზეიმი ხუთ დღეს გაგრძელდა და მოიცავდა აუზის წვეულებებს, ბუდუარის სტილის ცერემონიას, იტალიურ ვახშამს და სპორტულ დღეს თამაშებით - როდესაც პატარძალი ოთხგზის ოლიმპიური ჩემპიონია, ეს უბრალოდ გარდაუვალი იყო!

1080x1350-0xs7mfwk9o-3242651532198846223-1766585896.jpg1080x1350-0xvhnragof-3707208205284388615-1766585896.jpg

1080x1350-0xy1jpxe97-9209176486919648085-1766585896.jpg

ამ დროის განმავლობაში პატარძალმა ათი სხვადასხვა დიზაინერული კაბა ჩაიცვა ისეთი ბრენდებისგან, როგორიცაა Morilee New York, Kim Kassas Couture, Wona Concept და Nadia Manjarrez, ასევე - უბრალო ღამის პერანგი, რომელიც სერენამ მას ბაკალავრიატის წვეულებაზე აჩუქა.

1080x1439-0xc6edftai-6150315570981504955-1766585897.jpg1080x1440-0xdzrua4at-8706392219115026397-1766585897.jpg1080x1440-0xhlrrmokx-0549995095271617531-1766585898.jpg

სხვათა შორის, 43 წლის ჩოგბურთელმა სერენა უილიამსმა ახალდაქორწინებულებს აჩუქა ძვირფასი, თოვლივით თეთრი იახტა და ზეიმის კვებით ნაწილზეც მან იზრუნა.

original-7-1766585899.webp

original-1-1766585899.webp
სერენა დის ქორწილში

original-11-1766585899.webp

original-1766585899.webp

ანდრეა პრეტი დანიაში დაიბადა. მიუხედავად იმისა, რომ ფილმოგრაფიაში ჯერ არ ჰქონია რაიმე მნიშვნელოვანი პროექტი, ის ცდილობს არა მხოლოდ მსახიობობას, არამედ თავს ცდის როგორც სცენარისტი, პროდიუსერი, რეჟისორი და მოდელი.

პრეტი და უილიამსი ცოტა ხნის წინ, 2024 წელს, მილანის მოდის კვირეულზე შეხვდნენ, რომელზეც თავდაპირველად არც ერთ მათგანს არ ჰქონდა დაგეგმილი დასწრება. Gucci-ს წარმომადგენლებმა ორივე VIP ვახშამზე მიიწვიეს, სადაც ანდრეამ და ვენუსმა საერთო ენა იპოვეს. შემდეგ ხშირად დაიწყეს მიმოწერა და რამდენიმე კვირაში ლონდონში შეხვდნენ: ვენუსმა თავისი რჩეული ოჯახს გააცნო.

1080x1440-0xwkvzr85d-0420249838255144599-1766585898.jpg1080x1440-0xrrbf08zm-6887506323999957695-1766585898.jpg

მოგვიანებით, ჩოგბურთელმა აღიარა, რომ ანდრეა პრეტისთან მაშინვე თავი კომფორტულად და მსუბუქად იგრძნო და ეს ზუსტად ის იყო, რასაც მამაკაცში ეძებდა. სპორტსმენის თქმით, ყველა დრამა შორეულ წარსულში დატოვა - ახლა მხოლოდ სიყვარული და სტაბილურობა სურს.

წარსულში ვენუსი პირად ცხოვრებასთან დაკავშირებულ ყველაფერს საიდუმლოდ ინახავდა, მაგრამ დროთა განმავლობაში ზოგიერთი ფაქტი გამოაშკარავდა. მაგალითად, ახალგაზრდობაში ჩოგბურთის ვარსკვლავი პროფესიონალ გოლფისტ ჰენკ კუენეს ხვდებოდა, ხოლო მოგვიანებით - კუბელ მოდელ ელიო პისს.

1080x1440-0xvlbgm0xy-1636250784620374999-1766585898.jpgoriginal-2-1766585899.webporiginal-3-1766585899.webporiginal-4-1766585899.webporiginal-5-1766585899.webporiginal-6-1766585899.webporiginal-8-1766585899.webp