ნინო კასრაძის ქალიშვილი, რომელიც დედის გზას აგრძელებს - სალომემ უკვე მოიპოვა მაყურებლის სიყვარული და აღიარება - მშობლები

ნინო კასრაძის ქალიშვილი, რომელიც დედის გზას აგრძელებს - სალომემ უკვე მოიპოვა მაყურებლის სიყვარული და აღიარება

2025-12-30 11:52:27+04:00

ნინო კასრაძეს დღეს ყველა იცნობს. თეატრისა და კინოს უნიჭიერესი მსახიობი წლებია, მაყურებლის დიდი სიყვარულით სარგებლობს. ის დღესაც ძალიან აქტიურია ორივე მიმართულებით და სხვადასხვა თეატრშიც შეიძლება მისი ნახვა და ახალ ქართულ ფილმებშიც.

7ea7c405d64a4103b8080065de6207b1-1767079871.jpg

1583220240-9387512b69817316596f396777d1b33b-1767079872.jpg

პირადი ცხოვრება ნინოს უფრო ნაკლებად ღია აქვს და ხშირი ინტერვიუებით თუ საკუთარ თავსა და ოჯახზე საუბრით არ გამოირჩევა. ამიტომ ბევრმა არც იცის, რომ ახალგაზრდა ქართველი ნიჭიერი მსახიობი სალომე თოფურია, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოჩნდა კინოსა და თეატრში და ძალიან პერსპექტიულ გოგონად მიიჩნევა, ნინოს ქალიშვილია.

pictures-by-the-sweetest-1767080121.jpg

pictures-by-the-sweetest-6-1767080122.jpgpictures-by-the-sweetest-t-1767080122.jpg

სალომე ახალ ქართულ სერიალ "სეანსში" თამაშობდა და რეზო ჩხიკვიშვილს უწევდა პარტნიორობას.

1611143457-maketi-028-01-1767079872.jpg

ამჟამად კი სამეფო უბნის თეატრში თამაშობს პოპულარულ სპექტაკლში "ზაფხულის ღამის სიზმარი", რომელშიც ნინო კასრაძეც მონაწილეობს და დედა-შვილი ერთად დგას სცენაზე.

078a1d53-5f65-4780-9beb-1cc4557a2eff-1767080089.webp

  • ცოტა რამ ნინო კასრაძეზე:

ნინო კასრაძე 1970 წლის 3 მარტს თბილისში დაიბადა.ის ტყუპისცალია. მისი და მაკა წამყვანია ერთ-ერთ რადიოში.

cxelisok443-1767079872.jpg

44481308-929762003901673-6890975263484542976-n-1767080451.jpg

როგორც მაკა ყვება ერთ-ერთ ინტერვიუში, ბავშვობის რამდენიმე წელი ირანში გაატარა, სადაც მისი მშობლები სამუშაოდ გაგზავნეს.

„სამი წელი ვცხოვრობდით ირანში. ახლა რომ ვფიქრობ და ვაანალიზებ, სამი წელი თითქოს რა არის, მაგრამ ამ წლებმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. როგორც ამბობენ, ხუთ წლამდე ბავშვი რასაც აითვისებს, განცდა იქნება ეს თუ ცოდნა, მერე მთელ ცხოვრებაზე გავლენას ახდენსო“.

ნინოს მსახიობობაზე ბავშვობიდან არ უოცნებია, მაგრამ უნდოდა, გამორჩეული ყოფილიყო.

„არ ვიცი, რატომ ავირჩიე ეს პროფესია. თუ არ ვცდები, მსახიობობის სურვილი VIII-IX კლასში გამიჩნდა. შეიძლება იმიტომ, რომ სკოლის დროს რაღაც ინგლისურ სპექტაკლებში ვმონაწილეობდი, ეს იყო პატარა დღესასწაულები. მიზეზებზე მაშინ არ მიფიქრია. ის კი არა და, წესიერად გაცნობიერებულიც არ მქონია. ამაზე ახლა ვფიქრობ, როცა თითქოს ერთი ეტაპი დამთავრდა ჩემს ცხოვრებაში. მგონი, გამიმართლა. ხშირად ხდება, როცა 17 წლისა პროფესიას ირჩევ, მერე 10-15 წლის შემდეგ ზუსტად არც კი იცი, სწორი არჩევანი გააკეთე თუ არა. იშვიათად ამართლებს ხოლმე. ვფიქრობ, ეს ის იყო, რაც მე შემეძლო და რაც გამომივიდოდა“.

snapinsta-1707069318-1767079873.app_424904985_917264353226659_6419627996566796817_n_1080-825x1024.jpgnino-kasradze-o-h-1767079873.jpeg

1993 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი და შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობია ამავე წლიდან. 23 წლის იყო, როდესაც რობერტ სტურუას რჩეული გახდა, დიდ სცენაზე პირველი სპექტაკლი ''სეჩუანელი კეთილი ადამიანი''ითამაშა. ორი წლის შემდეგ იყო ''ლედი მაკბეტი'', ''ქალი გველი'', ''ჰამლეტი''და უამრავი სპექტაკლი.

nino-sakradze-1767079873.jpg

მოგვიანებით ნინო დარასელთან სატელევიზიო ინტერვიუში აღიარა, რომ გული სწყდება, თავის დროზე უარი რომ თქვა როლებზე, განსაკუთრებით კი ერთ ფილმზე, რადგან მასში მონაწილე მსახიობებიდან დღეს ბევრი გარდაცვლილია.

nino-kasr-1767079872.jpg

„ჩემთვის ყველა როლი ისეთი წვალებისა და შრომის შედეგად არის შექმნილი, რომ ჩავარდნილი როლიც კი შეიძლება გარკვეული თვალსაზრისით წარმატებული იყოს... ყველა როლი რაღაცას მახსენებს, რაღაცასთან არის დაკავშირებული. უკვე ცხოვრების ნაწილი ხდება“.

nino-kasradze-67737-1767079872.webp

"პოპულარობა რომ მადარდებდეს და განვიცდიდე, ასე კი არ მივუშვებდი ყველაფერს, როგორც მივუშვი. ტყავში ვიქნებოდი გამძვრალი, მით უმეტეს, რაიმეს თავიდან დაწყება მე არ მჭირდებოდა, ლოგიკურად გავაგრძელებდი".

ნინოს მეუღლე ლექსო თოფურიაა - საფეხბურთო კლუბ „ლოკომოტივის“ პრეზიდენტი, საფეხბურთო აკადემიის დამფუძნებელი და სილქ როუდ ჯგუფის დირექტორთა საბჭოს წევრი. გატაცებულია ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარებით საქართველოში. სწავლობდა ეკონომიკასა და გეოგრაფიას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გაიარა დიპლომისშემდგომი განათლება ეკონომიკისა და ბიზნესის მართვაში ვიტენ/ჰერდექე-ს უნივერსიტეტში, გერმანიაში. არის საქართველოს „National Geographic”-ის საბჭოს წევრი.

558995715-10236077792503123-4977226208809378763-n-1767081075.jpg

4988012714-1767079872.jpg

duwt5jzl6uyi2gixwdvpv6qgdbma0rfly0qdbddg-1767080779.webp

წყვილს ორი შვილი ჰყავს - სალომე და ლუკა.

'ორი შვილი მყავს - გოგონა და ბიჭი. გოგო უფროსია, ბიჭი - უმცროსი. ვიდრე პატარები იყვნენ, მეგონა, რომ კარგი დედა ვიყავი. გასეირნება, ჭამა, მოვლა - ეს ყველაფერი, თითქოს, კარგად გამომდიოდა. მერე დამთავრდა ეს ეტაპი და თინეიჯერები გახდნენ. დაიწყო განსხვავება და პრობლემა იმაში, ჩვენ რა გვგონია, რომ იყო კარგი მშობელი და ბავშვები, როგორ თვლიან - რა არის მათთვის კარგი. ეს ეხება ყველაფერს - სად წაიყვან, რაზე ატარებ და ასე შემდეგ. მუსიკაზე ტანჯვით გავიარე 7 წელი და რატომღაც მეგონა, რომ აუცილებელი გამოცდილებაა, ჩემს შვილებსაც მუსიკალურ სკოლაში ევლოთ. უნდა გითხრათ, რომ დიდი ბრძოლის შემდეგ, 3-4 წელიწადში თავისი გაიტანეს, არ იარეს... სპორტის შერჩევაზეც, ყველაფერზე - ნელ-ნელა გართულდა ეს ურთიერთობა. საზღვარგარეთ არ მისწავლია, არსად ვყოფილვარ და სულ მეგონა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, შვილი სასწავლებლად საზღვარგარეთ გამეშვა და მეგონა, რომ ეს წარმატების ფორმულაა. ამიტომ, ჩემი შვილები გადავიყვანე. იქ მთავარი პრობლემები დაიწყო. წარმოდგენები, ვინ არის მოზარდი, რა სურს, სად უნდა სწავლა, ეს კარგია, თუ ცუდი, რომ ამოგლეჯ და სხვაგან გადაიყვან, მეორე მხრივ, რას ღებულობს იქ, ყველაზე რთული თემა აღმოჩნდა. ამასობაში, პანდემია წამოგვეწია და ჩავიკეტეთ. წელიწადი და 7 თვე ჩაკეტილები ვიყავით პატარა ქალაქში, სადაც 6 საათის შემდეგ გარეთ გასვლა არ შეიძლებოდა. თუმცა, ბავშვებს სკოლა არც ერთი დღე არ გაუცდენიათ, რადგან საფრანგეთში ასეთი მოთხოვნა იყო, რომ სწავლა არ გაეცდინათ. მე, როგორც მშობელი, პანდემიის დროს შევდექი. ყველაფერი თავიდან გავიგე. რაც მთავარია, მივხვდი, როგორ ვშორდებით ჩვენ ჩვენს შვილებს. ისე გამიჭირდა, რომ ფსიქოლოგს დავურეკე. მან მითხრა, რომ დღეს, 21-ე საუკუნეში, გამოწვევების დროს, მშობელს ორი ფუნქცია აქვს - ბალიშისა და ბატარეის. ბატარეიდან ჩვენი შვილი ემოციურად, ენერგიით, სასიცოცხლო ძალებით უნდა დაიტენოს, ხოლო როცა გაუჭირდება, ბალიშზე თავი დადოს. მივხვდი, რომ მთელი ჩემი წარმოდგენები, რა არის კარგი, რა ცუდი, როგორ უნდა ველაპარაკოთ ბავშვებს, ყველაფერი შეიცვალა".

'როგორი დედა ვარ, ამას დრო გამოაჩენს. ღმერთმა ქნას, რომ ბევრი შეცდომა არ დავუშვა. შეცდომებს ვუშვებ, ფაქტია, მაგრამ მთავარია, ისე არ დამიბნელდეს გონება, რომ საბედისწერო შეცდომები დავუშვა. ჩემი თეორიები მაქვს. არ ვიცი, როგორ გავართმევ თავს მსახიობობასაც და დედობასაც. მიმაჩნია, რომ ასეთ შეთავსებას კარგი შედეგი არ მოაქვს და რა იქნება და რას ვიზამ, არ ვიცი“.

linecreditphotocall71stvenicefilmfestivalg6pmst8sfx7l-1767079872.jpg

წლების წინ მსახიობმა ხმაურიან თბილისზე უარი თქვა და საცხოვრებლად ოქროყანა აირჩია. თავიდან ეგონა, ვერ გაძლებდა, მაგრამ ახლა ეს ადგილი მისთვის ყველაზე საყვარელია.