ნანა ცინცაძე გადაცემაშ ი "დღის პოსტი" გოზინაყის რეცეპტს გვიზიარებს და საუბრობს იმ წესების შესახებ, რომლებიც მზადების პროცესში უნდა გავითვალისწინოთ:
- თუ გინდათ, გოზინაყი 1 კილო ნიგვზით გააკეთოთ, 1 კილო და 200 გრამი ნიგოზი უნდა აიღოთ. იმიტომ, რომ ნიგოზს რომ მოხალავ, ფერფლი უნდა გააცილო და 1 კილოგრამი რჩება. ამის ნახევარი უნდა იყოს კარგი თაფლი. როგორც ჩემი კახელი ბებია აკეთებდა, თუჯის ტაფაში ვათავსებთ, ნელ ცეცხლზე შემოგვყავს და ნელა ვურევთ. ადუღებამდე არ უნდა მივიდეს. ქაფს რომ მოიკიდებს, უნდა გამოვრთოთ. შაქრის გარეშე უნდა გავაკეთოთ. 8-9-ჯერ უნდა შემოვიყვანოთ. ბოლოს უკვე 4 ნატეხ შაქარს ვუშვრები. უკვე ისე კარგადაა თაფლი შემოსული... მე მაგარი გოზინაყი მიყვარს. ცხელ-ცხელი, როდესაც კარგად შეიკვრება, სველ დაფაზე გადაგვაქვს, სველი თითებით ვაბრტყელებთ და როგორც გვინდა, ვჭრით.